გაშვებულია რუსული ორბიტალური ობსერვატორია “სპექტრ – რ”

გუშინ, 18 ივლისს, რუსული ორბიტალური აპარატი “სპექტრ-რ” გაუშვეს ბაიკონურის კოსმოდრომიდან. სამიზნე ელიპტიკურ ორბიტამდე, რომლის სიმაღლეც 340 000 კმ-ია “სპექტრ-რ”-ი გაიყვანა რაკეტა მატარებელმა “ზენიტ-2SLБ80“. ორბიტალური ობსერვატორიის შემადგენლობაში შედის, “ ს.ა. ლავოჩნიკის სახელობის სამეცნიერო მწარმოებლობითი გაერთიანების” მიერ აშენებული რადიოტელესკოპი “რადიოასტრონი”, რომელიც აღჭურვილია პარაბოლური ანტენით, დიამეტრით 10მ. ის მუშაობს რამოდენიმე დედამიწის რადიოტელესკოპთან ერთად კავშირში და შექმნის ინტერფერომეტიულ სისტემას, […]
შორს მყოფი კოსმოსური აპარატები დედამიწასთან კომუნიკაციას გაცილებით სწრაფად შეძლებენ

“ვოიაჯერ-1” დედამიწისაგან ყველაზე მოშორებული კონტროლირებადი აპარატია; დღესდღეობით ჩვენს შორის მანძილი შეადგენს 17,5 მლრდ კილომეტრს. მისგან რადიოსიგნალები საკმაოდ დაგვიანებით აღწევს დედამიწაზე. (NASA-ის ფოტო) შემუშავებულია რადიოკავშირის სისტემის პროტოტიპი, რომელიც, სიგნალის გადაცემის სიჩქარეს 20-ჯერ გაზრდის და შეძლებს რამოდენიმე გალაქტიკათაშორისო სადგურიდან ერთობლივად რამოდენიმე მონაცემების დამუშავებას. ახალი სისტემა წარმოადგენს Intermediate Frequency and Modem System-ის (IFMS) მოდიფიკაციას, რომელიც ბრიტანეთის სამხედრო ტექნოლოგიურმა კონცერნმა BAE […]
შიდსის ვირუსს სუსტი წერტილი უპოვეს !

შიდსის ვირუსით დაავადებული ლიმფოციტი. უჯრედის ზედაპირზე წაგრძელებული სტრუქტურები გამოწვეულია ცილა Gag-ის ჰიპერპროდუქციით. (NIBSC-ის ფოტო). თავისი ცვალებადობის გამო შიდსის ვირუსს შეუძლია გვერდი აუაროს ადამიანის იმუნური სისტემის შეტევებს. მაგრამ ვირუსის ზოგიერთი კომპონენტები მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი ცვლილებები სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, — სწორედ ეს სუსტი წერტილები შესაძლოა გახდნენ იდეალური მიზანი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისათვის. მეცნიერება შიდსის ვირუსის წამლის შესაქმნელად უკვე […]
ავსტრალიური მფრინავი მოტოციკლი მზადაა ტესტირებებისათვის

უახლოეს რამდენიმე თვეში, უნდა დაიწყოს მოწყობილობის სახელად Hoverbike-ის ტესტირება. ეს ჰოვერბაიკი მოგვაგონებს მოტოციკლს, რომელსაც საბურავების ნაცვლად, ორი ჰორიზონტალურად განლაგებული პროპელერი აქვს. Hoverbike-ს აქვს ორი პროპელერი; მათი ბუდე მიერთებულია ძირითად კორპუსთან, რომელზეც განთავსებულია პილოტის სკამი, საჭე და მართვის ბერკეტები. Hoverbike-ის ისტორია, დაიწყო, როდესაც ინსტრუქტორმა, რომელიც ავსტრალიელ ინჟინერ კრის მელოის ასწავლიდა პილოტირებას, მსუბუქ ვერტმფრენ Robinson R22-ს უწოდა “საჰაერო […]
ჩინური მთვარის სადგური “ჩანიე-2” გაუშვეს ღია კოსმოსში

მთვარის ორბიტალურმა ზონდმა “ჩანიე-2” დატოვა თანამგზავრის ორბიტა და გაემართა ღია კოსმოსში; მისი მოგზაურობის ბოლო წეტრტილს 85 დღეში მიაღწევს. თავდაცვითი მეცნიერების სახელმწიფო სამმართველო, იუწყება, რომ აპარატმა 1 აპრილისათვის თავისი ექვსთვიანი მისია მთლიანად შეასრულა. თუმცა დაგეგმილი მუშაობის დრო დასრულდა, მაგრამ “ჩიენ-2” კარგ მდგომარეობაში იმყოფება და აქვს საკმარისი საწვავი, ასე რომ ის კიდევ ბევრ სარგებელს მოიტანს. ღია კოსმოსში […]
DAPRA “ცოცხალ ქარხნებს” ააშენებს

ამერიკის თავდაცვის პერსპექტიული კვლევების სამმართველო აპირებს ბიოინჟინერიის ახალ ერაზე გადაყვანას პროგრამა Living Foundries-ის მეშვეობით. Microsystems Technology Office, MTO, ამერიკის თავდაცვის პერსპექტიული კვლევებისამმართველო (DARPA) იწყებს მროგრამა Living Foundries-ს (“ცოცხალი ქარხნები”). პირველწყაროს მიხედვით, მისი მიზანია, — “ბიოლოგიისათვის ინჟინერული მიდგომის გამოყენება, იმისათვის, რომ გამოიყენონ როგორც ტექნოლოგია და განავითარონ საწარმოო პლატფორმა” ეს ყველაფერი “ამერიკაში ახალი ინდუსტრიიცა და თავდაცვის მასალების და მოწყობილობების შესამნელად”. პროგრამა […]
შექმნილია ელექტრონული დიციკლი

ავსტრალიელმა სტუდენტებმა შექმნეს ორიგინალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ორი დიდი ბორბლისაგან შედგება, რომელთა შორისაც მოთავსებულია ღია კაბინა მძღოლისათვის. ორბორბლიანი მოწყობილობის სახელია EDWARD — რომელიც Electric Diwheel With Active Rotation Damping-იდანაა შემოკლებული (“ელექტრონული დიციკლი ბრუნვის ჩახშობის აქტიური მექანიზმით”). ადელაიდის უნივერსიტეტის ინჟინრები მასზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. თუ ადრე ასეთი “ეკიპაჟები” მოძრაობაში მოყავდათ ფიზიკური ძალით ან შიდა ძრავით, ეხლა ახალი […]
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა მფრინავი რობო-ბურთი

ამ არც ისე ძვირ მოწყობილობას შეუძლია როგორც ღია სივრცეში, ისე შენობაში გადაადგილებაც. რადიომართვადი, კალათბურთის ბურთის ხელა რობოტი, მიწას ერთადერთი პროპელერის მეშვეობით შორდება და წონასწორობას რვა, მოძრავი ფრთის მეშვეობით ინარჩუნებს, რომელებიც სფეროსებრი კონსტრუქციის შიგნითაა მოთავსებული. ფრენისას ავითარებს მაქსიმუმ 60 კმ/სთ სიჩქარეს. ფრენის სიმაღლე და ხანგრძლივობა (როგორც სხვა ტექნიკური მახასიათებლები) ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება —გასაიდუმლოებულია როგორც ჩანს. ამ გამოგონებისათვის იაპონიის […]
შემუშავებულია მოქნილი მინი-რობოტი

ნახტომებისათვის, რომელთა სიმაღლეც ბევრად აღემატება მის საკუთარ ზომებს, მოწყობილობა იყენებს მხოლოდ ერთ ძრავას. ნახტომი მხოლოდ გარეგნულად გამოიყურება მარტივად. ადამიანი ასეთი მოძრაობისათვის “რთავს” კუნთების მთელს რიგს, ხოლო რობოტი, იმის მიუხედავად, რომ ის ადამიანის მსგავსი არ არის, ასრულებს სამ სხვადასხვა მოქმედებას: ირჩევს მიმართულებას, ემზადება ასახტომად და ხტება. რობოტის აღჭურვა ძრავებით და მექანიზმებით მას ძალიან დიდს ხდის — ანუ […]
შექმნილია რეკორდული სირთულის ლოგიკური დნმ-სქემა

ზემოთ ნაჩვენებია ტრადიციული სქემა, რომელსაც ამოაქვს ფესვი ოთხბიტიანი რიცხვიდან და ამრგვალებს რეზულტატს. თუ ჩატარდება გამოთვლები რიცხვ 7-ზე (х4 = 0, х3 = х2 = х1 = 1), ვიღებთ 2-ს (у2 = 1, у1 = 0). ქვემოთ მოცემული სქემა ისეა შეცვლილი, რომ მოერგოს დნმ-გამოთვლებს. (ილუსტრაცია ჟურნალ Science-იდან). ორმა მეცნიერმა, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, დნმ-ის საფუძველზე შექმნეს რთული ლოგიკური […]
