მედიცინა ტიბეტური ტრაქტატის მიხედვით !

XVII საუკუნეში ტიბეტში სამედიცინო მეცნიერების აყვავების ხანა იყო: აშენდა “კოლეჯი” ბერებისათვის, შედგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექსი. ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის ოთხტომიანი ნაშრომი “ცისფერი ბერილი” ( შექმნილია 1687 დან 1703 წლებში). ტრაქტატი შეიცავს ჩვენებების აღწერას და სიზმრებს, რომლებიც ეხმარებოდათ დიაგნოზის დასმაში, ასობით სამკურნალო მცენარე და სამედიცინო ინსტრუმენტი, ასევე ანატომიური სქემები – 79 გასაოცარი ილუსტრაცია. […]

მეცნიერებმა წყლის ლოკოკინასათვის მეხსიერების წაშლა მოახერხეს

წყლის ლოკოკინა Aplysia virgata (Jesus de Blas-ის ფოტო) ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მათ მიაგნეს მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია მოგონებების შესუსტება. სწორედ ამაზე არ ოცნებობენ ომის ვეტერანები, გაუპატიურების მსხვერპლები და ის ადამიანები რომლებმაც მძიმე ტრავმა გადაიტანეს? დევიდ გლანცმანმა და მისმა კოლეგებმა, პროტეინოკინაზა M-ის აქტივობის დაქვეითებით გააქრეს ან ყოველ შემთხვევაში ძალიან შეასუსტეს ზღვის ლოკოკინის (აპლიზიის) გრძელვადიანი მეხსიერება, პროტეინოკინაზა […]

შიმპანზეები თავს “ისულელებენ”, როდესაც მათ ეს აწყობთ

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, შიმპანზეები ახდენენ იმის დემონსტრაციას რომ არ შეუძლიათ მიიღონ საუკეთესო საუკეთესო ჯილდო, თუ ეს ნიშნავს, რომ ისინი უნდა მოიქცნენ როგორც ჯგუფის არა დომინანტი წევრი. ლიდია ჰოპერმა ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ) დომიმინანტ შიმპანზეს ასწავლა ორიდან ერთ-ერთი ნივთის გაცვლა სტაფილოს ნაჭერში. შემდეგ მაიმუნს გარს ეხვია ხუთი “ქვეშევრდომი” და “დედოფლის” შემყურე ისინი მალევე ითვისებდნენ […]

ამერიკელი პილოტები პერიფერიულ “ღამის” მხედველობას მიიღებენ

“ღამის” მხედველობის ახალი მოწყობილობა სამხედრო და სამოქალაქო მფრინავებს საშუალებას მისცმს არა მხოლოდ მათ წინ მდებარე სივრცის დანახვის საშუალებას, არამედ გვერდებზეც. სიბნელეში ხედვა თვითმფრინავების და ვერტმფრენების პილოტებისათვის ახალი ნამდვილად არ არის. მაგრამ ამ ბოლო დრომდე ამ მოწყობილობის მთავარი პრობლემა იყო მხედველობის არის პატარა არეალი (დაახ. 40 გრადუსი) და დაბალი გარჩევადობა. კომპანია SA Photonics ამტკიცებს, რომ მათ შეძლეს […]

გაშიფრულია პანიკური შეტევების და ძლიერი შფოთვის მოლეკულური მექანიზმი

ფსიქიკური დარღვევები, რომელიც გამოიხატება ძლიერი შფოთვით, პანიკური შემოტევებით, შიშებით, წარმოადგენენ ცილა ნეიროფსინის არასწორი მუშაობის შედეგს. ნორმალური მდგომარეობის შემთხვევაში ეს ცილა სტრესის წარმოქმნის დროს თავის ტვინში აგზავნის “საშიშროების სიგნალს”. ყველა ჩვენთაგანს სიცოცხლის განმავლობაში უწევს სხვადასხვა სიმძიმის სტრესულ სიტუაციაში მოხვედრა, მაგრამ მცირე ნაწილს უვლინდება ეს მუდმივი შფოთვის, დეპრესიის ან პოსტტრავმატული სიმპტომის სახით. სტატისტიკის მიხედვით ასეთი დარღვევები აღენიშნება […]

პლუტონის ატმოსფეროში ნაპოვნია ნახშირბადის ზეჟანგი

ასტრონომთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ.შ-დან პლუტონის ატმოშფეროში აღმოაჩინეს ნახშირბადის ზეჟანგი. თავიანთი მუშაობის შედეგები მეცნიერებმა წარმოადგინეს უელსში ჩატარებულ სამეფო ასტრონომთა საზოგადოების შეკრებაზე. მათ მიერ მომზადებული ანგარიში მალე გამოქვეყნებული იქნება ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters-ში. პლუტონი ითვლება ერთადერთ ობიექტად რომელსაც აქვს ატმოსფერო, მათგა, რომელიც მდებარეობს ნეპტონის ორბიტის შემდეგ. გაზის გარსი  დარეგისტრირდა 1988 წელს, როდესაც ჯუჯა […]

ნაპოვნია მასალა, რომელიც შეიცავს ფერომაგნიტურ და ზეგამტარ მდგომარეობებს

გერმანელმა ფიზიკოსებმა დრეზდენ-როსენდორფის კვლევითი ცენტრიდან და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ექსპერიმენტალურად დაარეგისტრირეს იშვიათი ეფექტი — ფერომაგნიტური და ზეგამტარი მდგომარეობების ერთად არსებობა — ნიკელის და ბისმუტის ნანოზომის ნიმუშში. დიდი ხანია ცნობილია, რომ ფერომაგნეტიზმი და ზეგამტარობა მიეკუთვნება იმ ტიპის მოვლენებს, რომლებიც ეკონკურენტებიან ერთმანეთს. ანტაგონიზმი პირველად ვლინდება მათ დამოკიდებულებაში მაგნიტურ ველთან: ზეგამტარი ცდილობს მის გამოდევნას ( ეს ეფექტი აღნიშნა ვალტერ მაისნერმა […]

ახალი იონური ძრავი კოსმოსში გასაფრენად მზადაა

NASA-მ დაასრულა 2005 წლის ივნისში დაწყებულ ძრავზე მუშაობა, რომელიც იონიზირებულ გაზზე მუშაობს. ახლა მისი დაყენება შესაძლებელია კოსმოსურ აპარატებზე, რომლებიც მისი მეშვეობით ადრე მიუწვდომელ სიჩქარეებს განავითარებენ. ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკაში შეგვხვედრია იონური ძრავები პრაქტიკაში გამოიყენებოდა ჯერ კიდევ 70-იან წლებში. ძრავში წევის ძალა გამომუშავდება ელექტრულ ველში იონიზირებული გაზის აჩქარებით. ასეთი ძრავების უპირატესობა სხვა ტრადიციულებთან შედარებით წარმოადგენს მაღალი ეფექტურობა, […]

გადაღებულია მასიური ვარსკვლავების სიკვდილის კვალი

ჩილეს ობსერვატორია ლა-სილას ტელესკოპმა დააფიქსირა მასიური ვარსკვლავების დაღუპვის კვალი NGC 3582-ის არეალში. ეს ადგილი მდებარეობს კარინას თანავარსკვლავედში და შედის ირმის ნახტომის დიდი ვარსკვლავთწარმოქმნის არეალში, რომელიც აღინიშნება ასე RCW 57. NGC 3582 ჯერ კიდევ 1834 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ გერშელმა აღმოაჩინა. ზოგიერთი ვარსკვლავები, რომლებიც NGC 3582-ში იბადებიან, მასით გაცილებით აღემატებიან მზისას, სწრაფად ევოლუციონირებენ და ასრულებენ არსებობას ზეახალის აფეთქებით. სწორედ ამ კატასტროფული […]

გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებისას ტვინში კალციუმის რაოდენობა იმატებს

დროზოფილებზე ექსპერიმენტებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებისას ტვინის გარვეულ სტრუქტურებში, რომლებიც მეხსიერებაზე არიან პასუხისმგებელნი, კალციუმის დონე იწევს. ნეიროფიზიოლოგებმა სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტიდან (ა.შ.შ) შეძლესდაეფიქსირებინათ “მეხსიერების კვალი” — ტვინში ბიოქიმიური ცვლილებები, რომლებიც ხდება გრძელვადიანი მეხსიერები ფორმირებისას. ექსპერიმენტებისათვის მათ გამოიყენეს დროზოფილები, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირება. ასეთი მწერების შედარებისას ნორმალურებთან აღმოჩნდა, რომ გრძელვადიანი მეხსიერება ტოვებს “კალციუმის კვალს” […]