დნმ-ს ელექტრონების სპინის მიხედვით სორტირება შეუძლია

ფიზიკოსებმა ვილჰელმის სახელობის ვესფალის უნივერსიტეტიდან (გერმანია) და ვეიცმანის სახ. ინსტიტუტიდან (ისრაელი) აღმოაჩინეს, რომ დნმ-ის გამოყენება შესაძლოა ელექტრონების სპინის მიხედვით “დასალაგებლად”. სპინის მიხედვით პოლარიზებული ელექტრონები გამოიყენება სპინტრონიკის მოწყობილობებში — ეს ელექტრონიკის შედარებით ახალი ნაწილია, სადაც სპინი განიხილება, როგორც ინფორმაციის შენახვის და გადაცემის აქტიური ელემენტი. ყველაზე ხშირად ასეთ ელექტრონებს იღებენ ფილტრის მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ გიგანტური მაგნიტური წინაღობის […]

მკვლევარები აუტიზმის ბუნების გარკვევას ცდილობენ

მეცნიერთა ჯგუფმა, ვალერი ჰუ-ს ხელმძღვანელობით ჯორჯ ვაშინგტონის  უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ), დაადგინეს, რომ ქალის და კაცის სასქესო ჰორმონები არეგულირებენ მნიშვნელოვანი გენის ექსპრესიას, მექანიზმის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც შეიძლება აიხსნას არა მხოლოდ აუტისტებში ტესტესტერონის დიდი რაოდენობის დიდი ოდენობა, არამედ ისიც თუ რატომ ავადდებიან ამ დაავადებით უფრო მეტად მამაკაცები. გენი RORA ახდენს ახდენს ცილის კოდირებას, რომელიც მუშაობს როგორც გენის ექსპრესიის […]

მზის ობსერვატორია SDO-მ დედამიწაზე ახალი ოპტიკური ფენომენი “აღმოაჩინა”

სპეციალისტებმა ატმოსფერულ ოპტიკაში ლეს კოულიმ (Les Cowley) და რობერტ გრინლერმა (Robert Greenler) გაშიფრეს NASA-ის მზის ობსერვატორიის Solar Dynamics Observatory (SDO) გაშვებისას მიღებული მონაცემები. SDO გაუშვეს წინა წლის 11 თებერვალს და უკვე ორ თვეში მეცნიერებმა წარმოადგინეს მისი მოწყობილობების მიერ გადაღებული მზის ფოტოები. მაყურებლებმა, რომლებიც შეკრებილები იყვნენ მისე კანავერალის კოსმოდრომთან ახლოს, გაუმართლად და შესაძლებლობა მიეცათ ვიდეოზე გადაეღოთ Atlas […]

რობოტები პირველად ირბენენ მარათონს

უკვე გარკვეულ ტრადიციად ქცეულ რობოფეხბურთს დაემატება ყველაზე რთული დისციპლინა — სირბილი 42 195მ-ზე. პროექტი Robot Challenge შემოთავაზებულია იაპონური კომპანია Vstone-ის მიერ, რომელიც, სპეციალიზირდება რობოტების და მათი კომპონენტების წარმოებაზე. შეჯიბრების წესების თანახმად, ორფეხა მოწყობილობებმა უნდა იარბინონ 442 წერე 100 მეტრიან ტრეკზე. შეჯიბრება ორიენტირებულია არა იმდენად სიჩქარეზე რამდენადაც გამძლეობაზე, რადგან კონსტრუქტორებს მისცემენ რობოტების შკეთების საშუალებას, მაგრამ არა […]

გადაღებულია მთვარის პირველი გამოქვაბული

მაღალი გარჩევადობის სურათებმა დაამტკიცეს მთვარეზე როგორც მინიმუმ ერთი მიწისქვეშა გამოქვაბულის არსებობა. გამოსახულებები, მიღებული აპარატ Lunar Reconnaissance Orbiter-ის კამერის მეშვეობით, მოწმობენ: რომ ადრე რაც ხვრელად ჩანდა მარუას გორაკში, სინამდვილეში წარმოადგენს ლავის მილში შესასვლელს. ანალოგიური წარმონაქმნები დედამიწაზეც გვხვდება. 65 მეტრის სისქის ხვრელი აღმოაჩინეს 2009 წელს. მას შემდეგ ორბიტალურმა კამერამ მას გადაუღო ოთხჯერ სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა განათებით. საბოლოოდ […]

პატარა ზომის თანამგზავრები კოსმონავტიკას უფრო ხელმისაწვდომს ხდიან

ტექნოლოგია CubeSat სულ იფრო მეტად ვრცელდება. კვლევითმა ორგანიზაციებმა და მცირე კერძო კომპანიებმა მიიღეს შედარებით იაფი მეთოდი კოსმოსური სივრცის შესასწავლად, “ნანოთანამგზავრის” დეტალების შეძენა მაღაზიაშია შესაძლებელი. CubeSat-ის იდეა შემოთავაზებული იქნა 2000 წელს. ის წარმოადგინეს ინჟინერებმა ბობ ტვიგსმა და ჯორჯ პიუგ-სუარიმ. მოწყობილობა წარმოადგენს კუბს, მისი სიგანეა 10სმ, იწონის არაუმეტეს 1,33კგ-ისა და გავსებულია საკვლევი ელექტრონიკით — ძირითადად მზა IT-პროდუქტებით. […]

გაშიფრულია მიწისქვეშა ორქიდეის გენომი

Rhizanthella gardneri — ეს არის ლამაზი, გაქრობის პირას მყოფი ორქიდეა, რომელიც მთელი ცხოვრება მიწის ქვეშ ცხოვრობს. ის მიწის ქვეშ იფურჩქნება, რაც მას უნიკალურ მცენარედ აქცევს. წინა წელს, რადიოაქტიული იზოტოპების წყალობით, მეცნიერებმა დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტიდან შეძლეს ეჩვენებინათ, რომ ორქიდეა ყველა მკვებავ ნივთიერებებს იღებს სოკოსგან, რომელიც პარაზიტის სახით არსებობს დროკის ერთ-ერთ სახესხვაობის ფესვზე, რომელიც დამახასიათებელია დასავლეთ ავსტრალიის […]

მიკროორგანიზმები, რომლებიც სიღრმეებში ბინადრობენ, წყალბადს იღებენ მინერალებისგან

მიკროორგანიზმებს, რომლებიც სიღრმეებში ბინადრობენ, ენერგიას წყალბადის ფორმით ღებულობენ მინერალების საშუალებით. ცნობილია, რომ ბაქტერიების რიცხვი, რომლებიც ზღვის ფსკერზე ცხოვრობენ, ძალიან დიდია. “საკვების” ერთ-ერთი წყარო აქ ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც ხვდება ზღვის ნალექის ფენებში, მაგრამ ავტორებს, რომლებიც  წარმოადგენდნენ დიდი ბრიტანეთის და გერმანიის უნივერსიტეტებს, აინტერესებდათ სხვა რამ — არაორგანული მინერალები. მკვლევარებმა დააქუცმაცეს გავრცელებული მინერალები (კვარცი და სხვები) მიღებული მასა […]

რობოტი Affetto – რეალისტური სახის მიმიკებით

მოწყობილობა, რომელიც ჯერ მხოლოდ ცალკე თავის სახით არსებობს, შეუძლია ადამიანის სახის გამომეტყველების და თვალების მოძრაობის გამეორება. რობოტი Affetto წარმოადგენს 1–2 წლის ბავშვის მოდელს. ის განკუთვნილია ცოცხალ ძიძებთან სამუშაოდ, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ადამიანის და მექანიკური ქმნილების ურთიექრთქმედების შესწავლა იქნება შესაძლებელი. ეს თავისთავად მეცნიერებს მისცემს საშუალებას თვითსწავლებადი რობოტის შექმნის. Affetto-ის შექმნით დაკავებულები არიან ახალგაზრდა მკვლევარეიბი ოსაკას […]

მიღებულია მზის პირველი სამგანზომილებიანი სურათები

ნივთიერების კორონალური გამოტყორცნა და მზის ტალღა. გადაღებულია STeReO-ს ერთ-ერთი აპარატის მიერ 2011 13 იანვარს. ორმა ამერიკულმა კოსმოსურმა ზონდმა მზეს ორი მხრიდან მოუარეს დაიკავეს პოზიცია, რომლიდანაც დაიწყეს დედამიწაზე მზის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა. აპარატები STeReO (Solar Terrestrial Relations Observatory) გაუშვეს 2006 წელს. მათი ტრაექტორიები ერთმანეთს თანდათან ცილდებოდა: ერთი წინ მიდიოდა მეორე კი ჩამორჩებოდა. მზის საპირისპირო მხარეებზე მათ […]