Virgin Galactic კოსმოსში ტურისტულ ფრენებს დაიწყებს შემდეგი წლიდან

კომპანია Virgin Galactic, რომელიც ეკუთვნის ბრიტანელ მილიარდერს რიჩარდ ბრენსონს, შემდეგი წლის ბოლოსკენ კოსმოსში აპირებს პირველი ტურისტული გაფრენის განხორციელებას. როგორც უკვე არაერთხელ გვაცნობეს, ფრენები შედგება ხომალდ SpaceShipTwo-თი, რომელიც თვითმფრინავ WhiteKnightTwo-ისგან გამოყოფის შემდეგ 15კმ სიმაღლეზე, შეძლებს დანიშნულების ადგილამდე 6 მგზავრის და ორი ეკიპაჟის წევრის გადაყვანას. რამდენიმე წუთის განმავლობაში ტურისტები იქნებიან უწონადობის მდგომარეობაში და შეძლებეენ კოსმოსიდან დედამიწის დაკვირვებას. […]

გამოქვეყნებულია დიდ ადრონულ კოლაიდერზე, ტყვიის მძიმე იონებზე ჩატარებული ცდების პირველი შედეგები

დიდ ადრონულ კოლაიდერზე (დაკ) ტყვიის იონებზე დაწყებული ექსპერიმენტებიდან უკვე სამ კვირაში კლაბორაციებმა ALICE, CMS და ATLAS გამოაქვეყნეს მიღებული მონაცემების გადამუშავების პირველი შედეგები. ALICE-ის თანამშრომლება გამოაქვეყნეს ორი სტატია ჟურნალ Physical Review Letters-ში. ერთ-ერთ მათგანში მოცემულია ნაწილაკების რაოდენობის შეფასება, რომლებიც ჩნდებიან ტყვიის იონების პირისპირ შეფასებისას. ათასობით ასეთი ტიპის მოვლენებზე დაკვირვების შემდეგ, ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ 2,76 ტევ ენერგიით ნუკლონების წყვილი […]

ტელომერაზა “აახალგაზრდავებს” თაგვების ორგანოებს და ქსოვილებს

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ბიოლოგების მიერ ტელომერაზას ფუნქციის აღდგენაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დადებითად იმოქმედა თაგვების დაბერებულ ორგანიზმზე. ტელომერაზა ქვია ფერმენტს (ტრანსკრიპტაზის საპირისპირო), რომელიც ხელს უშლის ქრომოსომების ბოლოების შემცირებას (ქრომოსომების ბოლოებს ტელომერები ქვია). ისინი მცირდებიან ზომაში უჯრედის თითოეული გაყოფისას, რასაც საბოლოოდ მის დაღუპვამდე მივყავართ. ფერმენტით ექსპერიმენტებს ატარებენ ღეროვან, სასქესო და გარკვეულ სხვა ტიპის უჯრედებზე, რომლებისთვისაც აუცილებელია მუდმივი […]

მიღებულია ბოზე — აინშტაინის ფოტონური კონდენსატი

ბონის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა სამყაროს ახლებურად შეხედეს. სარკის მეშვეობით მათ შეძლეს ფოტონების გაციება “სუპერფოტონების” მდგომარეობამდე და შესაბამისად გამოიგონეს განათების უხილავი წყარო. დღემდე ფოტონებისგან ბოზე — აინშტაინის კონდენსატის მიღება შეუძლებლად ითვლებოდა. “ზენაწილაკები” ადრეც წარმოიქმნებოდა, მაგრამ შუქისაგან არასოდეს. მაგალითად ავიღოთ რუბიდიუმის ატომები, მოვათავსოთ ისინი პატარა რეზერუარში და გავაციოთ ის აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ ტემპერატურამდე. მალე ისინი მივლენ შეძლებისდაგვარად მინიმალურ […]

შექმნილია მიკროსკოპი, რომელითაც შეიძლება მოლეკულის დანახვა და გაზომვა

აიოვას შტატის უნივერსიტეტში (ა.შ.შ) შექმნეს მიკროსკოპი, რომელიც ბიოლოგებს მისცემს ცოცხალი ორგანიზმების მოლეკულებად შესწავლის საშუალებას. წარმოიდგინეთ: უჯრედების ზედაპირზე არის ცილები, რომლებსაც ქვია კადჰერინი (მოკლედ ეს არის Ca2+ გლიკოპროტეინი რომელიც არის უჯრედშორის კონტაქტებში). ისინი აძლევენ უჯრედებს იმის საშუალებას რომ იყვნენ ერთად. ყველა ტიპის უჯრედს თავისი კადჰერინი აქვს. ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც მეცნიერები აკვირდებიან და ზომავენ ამ ცილებს, […]

დინოზავრების განადგურებამ ძუძუმწოვრებს გაზრდის საშუალება მისცა

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა პირველად დეტალურად აჩვენა, თუ როგორ იმოქმედა დინოზავრების გადაშენებამ ძუძუმწოვრების ზომებში გაზრდაზე. ძუძუმწოვრები წარმოიშვნენ 210 მლნ წლის წინ და პირველი 140 მლნ წლის განმავლობაში რჩებოდნენ პატარებად (10-100გ), მანამ სანამ ეკოსისტემაში დომინირებდნენ დინოზავრები და სხვა გიგანტური რეპტილიები. მასიურ განადგურებას (65 მლნ წლის წინ) რათქმაუნდა ძუძუმწოვრებმაც ვერ აუარეს გვერდი, მაგრამ ბოლომდე, ყველა სახეობა არ განადგურებულა, […]

რობოტებს ასწავლიან კითხვას

მეცნიერები ცდილობენ რობოტებს ასწავლონ კითხვა, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს დავალება არც ისე რთულია, რადგან თუნდაც კომპიუტერს ხომ შეუძლია დასკანირებული გამოსახულების ტექსტად გადათარგმნა. მეცნიერებმა ტესტ რობოტ მარჯს (Marge) უბრალოდ დაუყენეს ნიშნების ოპტიკური ამომცნობი სისტემა (OCR), მართლწერის შესამოწმებელი პროგრამით და ლექსიკონით იმისათვის, რომ მისთვის ნებისმიერი წინადადება გასაგები იყოს. ძირითადი პრობლემა ჯერ-ჯერობით იმაში მდგომარეობს, რომ მანქანა ყოველთვის […]

მრგვალი ვარსკვლავური გროვების წარმოქმნისათვის ბნელი მატერია საჭირო არ არის

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის და პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ განხორციელებულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ მრგვალი ვარსკვლავების გროვების წარმოქმნა შეიძლება მიმდინარეობდეს ბნელი მატერიის მონაწილეობის გარეშე. მოდელირებისას ავტორები იყენებდნენ NGC 2419-ის და MGC1-ის დაკვირვებისაგან მიღებულ მონაცემებს. პირველი მათგანი მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრიდან 30 000 სინათლის წელიწადის მანძილზე, ხოლო მეორე — 65 000 სინათლის წელიწადის მანძილზე მეზობელი გალაქტიკა ანდრომედადან. იქიდან […]

გრაფენის უჩვეულო მახასიათებლები

ანდრეი გეიმმა და კონსტანტინ ნავასიოლოვმა ერთად მუშაობა დაიწყეს ჰოლანდიაში, ხოლო შემდეგ 2004 წელს სამუშაოდ გადავიდნენ დიდ-ბრიტანეთში. მათ ექსპერიმენტულად დაამტკიცეს რომ შესაძლებელია ნანომასალა გრაფენის მიღება – რომელიც წარმოადგენს ნახშირბადის განსაკუთრებულ ფორმას, ფირფიტაა, რომელლის ზომაც სისქეში ერთი ატომია. მას გააჩნია უნიკალური ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები, რომელიც მას ხდის განუმეორებელს სხვადასხვა სფეროებში. გრაფენი წარმოადგენს ნახშირბადის ატომების ერთ ფენას, რომლებიც ერთმანეთთან […]

მეცნიერებმა შესაძლოა მალე ცუდი მოგონებების ტაბლეტებით წაშლა შეძლონ

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) თანამშრომლებმა, შესაძლოა, ნამდვილი სამედიცინო გარღვევა მოახდინონ: როგორც აღმოჩნდა, თუ ტვინიდან წაშლი გარკვეულ რეცეპტორულ ცილებს, რომლებიც პასუხისმეგებლნი არიან შიშზე, ადამიანს ძალიან გაუადვილდება ფსიქიკის მატრამვირებელი მოგონებებისგან განთავისუფლება. ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება ძალადობის მსხვერპლებისათვის, მეომრებისათვის და ა.შ. საჭიროა მხოლოდ საჭირო ტაბლეტების გაყიდვაში გამოსვლამდე მოთმენა. აღნიშნული ცილები წარმოიქმნება მტკვივნეული მოგონებების ფორმირებისას და მკვლევარების თქმით, […]