«ჯადოსნური» ვენტილიატორი გახდა წლის ჰიტი დიდ ბრიტანეთში

უფრთო ვენტილიატორი, სერ ჯეიმს დაისონის ბოლო გამოგონება, — ამ წლის მთავარი გაჯეტ–ჰიტი ბრიტანეთში, მიუხედავად მისი მოკრძალებილი ფასისა — £199. ვენტილიატორის მარაგი, რომელიც იდუმალი მოქმედებით დიდი ხვრელის ცენტრიდან გამოყოფს ცივი ჰაერის ნაკადს, უკვე ამოიწურა კომპანიის საწყობში. დაისონს მალაიზიის ქარხნანაში მოუწევს ორმაგი რაოდენობის გამოშვება. ეს მოწყობილობა ასევე შემჩნეულიქნა, უიმბლდონის ტურნირზე, ჩოგბურთელების გასახდელში. ბრიტანელმა გამომგონებელმა გაჯეტი წარმოადგინა გასულ […]
ეთიოპიაში ინახება უძველესი ილუსტრირებული ქრისტიანული წიგნი

ბრიტანეთის საქველმოქმედო ფონდმა Ethiopian Heritage Fund, რომელიც მდებარეობს ეთიოპიის მონასტერში, შეძლო შემოენახა უძველესი მსოფლიოში ილუსტრირებული წიგნი. ეს არის გარიმის სახარება. გარიმი დაერქვა მოძღვრის საპატივცემლოდ. ავა გარიმი კონსტანტინოპოლიდან ეთიოპიაში ჩავიდა ჩვენი წელთაღრიცხვით 494 წელს. ლეგენდის თანახმად მას შეეძლო სახარების გადაწერა სულ რაღაც ერთ დღეში, რადგან ღმერთს არ ჩაჰავდა მზე მანამ, სანამ მოძღვარი არ დაასრულებდა სამუშაოს. წიგნი […]
იდენთიფიცირებულია მადის ჩამხშობი ქიმიკატი

მეცნიერებმა The University of Manchester-დან (დიდი ბრიტანეთი) აღმოაჩინეს ქიმიკატი, რომელსაც შეუძლია ადამიანის მადის ჩახშობა. მიგნების წყალობით შესაძლებელი იქნება ახალი გასახდომი პრეპარატების კლასის შექმნა, რომელსაც არ ექნება გვერდითი ეფექტები. ამის გარდა ამ ნივთიერების მეშვეობით, დარწმუნებით ამბობენ მკვლევარები, რომ ასევე შესაძლებელი იქნება ადამიანის განკურნვა ალკოჰოლიზმისა და ნარკოტიკული დამოკიდებულებისაგან. ჰემოპრესინი (ქიმიკატს სახელწოდება) ზემოქმედებს ტვინის დაჯილდოების ზონებზე, აქტიურდება, მაშინ როდესაც […]
თავის ტვინის მახასიათებლების გარკვეული აქტივობა შეიძლება შიზოფრენიის რისკს ნიშნავდეს

The University of Nottingham (დიდი ბრიტანეთი)-ის თანამშრომლებმა ბავშვებში და მოზარდებში აღმოაცინეს ტვინის აქტივობის სპეციფიური მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ მომავალში გონებრივი დარღვევების საფუძველი შეიძლება გახდეს, კონკრეტულად შიზოფრენიის. მომავალში ეს ნიშნები გახდება პაციენტების გამოვლენის საფუძველი, რომლებიც მიდრეკილები არიან ამ დაავადებისკენ, თან მანამ სანამ დაავადების პირველი სიმპტომები გამოუვლინდებათ. გამოკვლევებისას ბრიტანელი სპეციალისტები იკვლევდნენ ფიზიკურად ჯანმრთელ, შიზოფრენიის განვითარებისკენ მიდრეკილ […]
ავტონომიური ვერტმფრენის დაშვება მოძრავ პლატფორმაზე

ავტონომიურ მოწყობილობებს დღემდე აქვთ ბევრი პრობლემა — ალგორითმული სირთულე მოქმედების დინამიურად ცვალებად გარემოში. თუმცა კვლევები მეცნიერების ამ დარგში დღემდე გრძელდება. ტიუბინგენის უნივერსიტგეტის (University of Tübingen) მეცნიერებმა შექმნეს, სრულიად ავტომატიზირებული, პატარა შვეულმფრენი. მოწყობილობას შეუძლია უთვალთვალოს მოძრავ სამიზნეს, მაგალითად ვერტმფრენის პატარა პლატფორმას და დაჯდეს მასზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამომგონებლებს არ გამოუყენებიათ არცერთი ძვირადღირებული ნაწილი; მოწყობილობა შექმნილია იაფფასიანი კომპონენტებისგან: […]
აღმოჩენილია სისტემა ორბიტალურ რეზონანსში ოთხი ეგზოპლანეტით

კალიფორნიის უნივერსიტეტის, ვაშინგტონის ინსტიტუტისა და ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს მეოთხე ეგზოპლანეტა წითელი ჯუჯას, Gliese 876–ის, სისტემიდან. Gliese 876 მდებარეობს მერწყულის თანავარსკვლავედში და დედამიწიდან დაშორებულია 15 სინათლის წლით. ეს ვარსკვლავი ძალიან კარგად არის შესწავლილი; მისი მასა შეადგენს მზის მასის 0,32 ნაწილს, რადიუსი — 0,3. მისი ასაკი აჭარბებს მილიარდ წელს. პირველი პლანეტა, Gliese 876 b, სისტემაში აღმოაჩინეს 1998 წელს. მას […]
«ოცდაათმეტრიანი ტელესკოპი»

ჰავაის უნივერსიტეტის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, მაუნა–კეას მწვერვალზე, მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპის მშენებლობას. ეს საშუალებას მისცემს, პროექტის ავტორებს, მთავრობას თხოვონ ეგრეთწოდებული ოცდაათმეტრიანი ტელესკოპის აშენების ნებართვა. მშენებლები სამუშაოს დაწყებას გეგმავენ მომავალი წლისათვის და დაასრულებენ 2018 წელს. თუმცა, ზოგიერთი, ადგილობრივი მცხოვრები, გამოვიდა ტელესკობის აშენების წინააღმდეგ, მათი აზრით ის «შებილწავს წმინდა მთა მაუნა–კეას». ეკოლოგები თვლიან, რომ მშენებლობა ზიანს მიაყენებს უიშვიათესი მწერების […]
რობოტ–მოსამსახურე Intel–ისაგან

Intel–მა წარმოადგინა ახალი რობოტი, რომელსაც შეუძლია გარე საგნებთან ურთიერთქმედება. მისი სახელია HERB — Home Exploring Robot Buttler. რობოტი, ჩართვის შემდეგ, იწყებს საგნების აღქმას, მათ რეგისტრაციას, გარემოს მოდელის შექმნას და ურთიერთქმედებს მასთან, საჭირეობის მიხედვით. მბრუნავი აპარატის თავზე დამაგრებულია ლაზერი, რომელიც არეგისტრირებს 3D–ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც ქმნის გარემოს მოდელს. რობოტი აღჭურვილია ლინუქსითა და Core i7–ის ჩიპით. httpvhd://www.youtube.com/watch?v=rSKS96DVx1M
აღმოჩენილია უძველესი ვეშაპის თავის ქალა

პალეონტოლოგისტების საერთაშორისო ჯგუფმა, პერუს სამხრეთით, აღმოაჩინა კაშალოტის სამმეტრიანი თავის ქალა, რომლის ასაკი შეადგენს 12–13 მლნ წელს. ახალმა სახეობამ მიიღო სახელწოდება Leviathan melvillei, «მობი დიკის» ავტორის, ჰერმან მელვილის (Herman Melville) საპატივცემლოდ. უძველესი კაშალოტის სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 13,5–17,5 მეტრს, რომელიც შეესაბამება მამრობით სქესის დღემდე მოღწეულ Physeter macrocephalus–ის ოჯახის წარმომადგენელს. ძუძუმწოვარს ჰქონდა ძალიან დიდი კბილები — დიამეტრი 12 და სიგრძე […]
სიმსუქნე ზრდის კიბოს რისკს

აზიელები, რომლებსაც აწუხებთ ზედმეტი წონა ან სიმსუქნე, უფრო ხშირად კვდებიან კიბოთი, ვიდრე მათი თანამემამულეები ნორმალური წონით. აქამდე, სიმსუქნე რისკის ფაქტორად ითვლებოდა მხოლოდ დასავლეთში. ოსლოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) მეცნიერები ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 401 215 მოხალისეს ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან, ტაივანიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან. დაკვირვების რეზულტატმა უჩვენა, რომ მსქანი ადამიანები 21%–ით მეტად […]
