Facebook-მა “ბნელი ვებ-საიტი გაუშვა”

Facebook-ის მომხმარებელი არ არის განებივრებუილი იმით, რომ სოციალური ქსელი მათ იდენტობას მალავდეს. მაგრამ ახლა უკვე მსოფლიოს ყველაზე არაანონიმური ვებ-საიტი ყველაზე ანონიმურ ქსელში გახდა ხელმისაწვდომი. სილიკონის ველის გიგანტის მიერ პარასკევს გადადგმული ნაბიჯი ეხება მისი ქსელის ჩართვას Tor-ის დაფარულ სერვისში, რომელიც სპეციალური ბრაუზერით ხორციელდება. ახალი საიტი, რომელიც ხელმისაწვდომია TorBrowser-ის მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს დამატებით დაშიფრულ წვდომას ინტერნეტში ჩართული სხვა […]

ერიკ შმიდტი: Google უფრო დაცულია ვიდრე Apple

Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი თავის ინტერვიუში Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს პასუხობს და ამბობს, რომ ის არასწორად არის ინფორმირებული საძიებო გიგანტის პრივატულობის პოლიტიკის საკითხებში და რომ Google-ის სისტემები “უფრო მეტად დაცულია” ვიდრე ის ყველაფერი რაც Apple-ს აქვს. CNN-თან ინტერვიუში, შმიდტი ამბობს, რომ Google არის ლიდერი მონაცემთა უსაფრთხოებაში და ნებისმიერი კამათი ამასთან დაკავშირებით მსგავსად ტიმ კუკისა […]

Mac.BackDoor.iWorm – ბოტნეტი Apple Mac OS X-თვის

2014 წლის სექტემბერში ვირუსების ანალიტიკოსებმა კომპანიიდან DoctorWeb შეისწავლეს ერთდროულად რამდენიმე საფრთხე Apple Mac OS X საოპერაციო სისტემისათვის. ერთ ერთი მათგანი არის რთული და მრავლაფუნქციოური ბექდორი, რომელიც ბაზებში დამატებულია სახელით Mac.BackDoor.iWorm. მოცემული პროგრამა საშუალებას იძლევა დაინფიცირებულ მაკზე გაუშვას მთელი რიგი ბრძანებები, რომლებიც ბოროტმოქმედების სერვერიდან გაიცემა. სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მიღებული მონაცემებით 17 000-ზე მეტი უნიკალური IP-მისამართი იქნა […]

Shellshock

თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა წელს უკვე მერამდენედ ხდება სკანდალის მსხვერპლი და ახალი მოწყვლადობა უკვე Bourne Again SHell-ს შეეხო, რომელიც ყველა Linux/Unix ადმინისტრატორმა იცის და იყენებს როგორც bash. Open SSL-ის შემდეგ bash-ში აღმოჩენილი ბაგი იმით არის ერთი კატეგორიის, რომ ორივე შეცდომა წლების განმავლობაში იმალებოდა კოდში და დღემდე ვერ იქნა აღმოჩენილი. აღმოჩნდა, რომ ეს ბაგი თვით Linux ოპერაციული […]

დავით მაჭახელიძე საზოგადოებრივი რადიოს ეთერში

28 იანვარი პირადი ინფორმაციის დაცვის საერთაშორისო დღეა. ინტერაქტივის სტუმარი: დავით მაჭახელიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების IT სპეციალისტი.  წყარო: საზოგადოებრივი რადიო

უსაფრთხოების ბიომეტრიული სისტემების მიზანშეწონილობის შესახებ

Apple ძალიან ამაყობს თავისი iPhone 5S-ით და მიუხედავად იმისა, რომ ერთ შეხედვით მისი კილერ ფიჩა არის ბიომეტრიული სენსორი Touch ID – სიმადვილეში პირადი ინფორმაციის დაცვის საუკეთესო მეთოდად ამის ჩათვლა ნამვილად არ შეიძძლება. საქმე იმაშია, რომ ანაბეჭდების სკანერი სინამდვილეში არ არის უსაფრთხოების დაცვის საიმედო სისტემა, როგორც ეს ერთი შეხედვით არ უდნა მოგეჩვენოთ.

OFF Pocket – შალითა პარანოიკებისთვის

დროთა განმავლობაში და ბოლო მოვლენების გათვალისწინებით სათაურში გამოყენებული სიტყვები უფრო კარგავს იუმორისტულ დატვირთვას და რეალური ხდება, რადგანაც ყოველ ჩვენთაგანს უკვე აქვს მობილური ტელეფონი, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით შუქურაა. და თუ ანატოლი კლეპოვს დავუჯერებთ, რომელიც არის “ანკორტის” პრეზიდნენტი, რომელმაც პირველი კრიპტოსმარტფონი გამოუშვა (აპარატი მოსმენებისგან თავის დასაცავად) მაშინ:

Google-მა Android Device Manager წარმოადგინა

ხშირად პრობლემას წარმოადგენს დაკარგული მოწყობილობის მოძებნა, იმ შემთხვევაში, როცა ის სადმე ბარში ან პარკში დაგრჩათ ან თუნდაც ბოროტმოქმედმა მოგპარათ ან უყურადღებოდ დარჩენილი მოწყობილობა ვინმემ შემთხვევით აიღო და თან წაიღო 🙂 საქმე იმაშია რომ Apple-ს უკვე დიდი ხანია აქვს მსგავსი სერვისი არა მხოლოდ თავისი მობილური ტელეფონებისთვის ასევე ნოუთბუქებისთვის. Android-ზე მსგავსი აპლიკაციები უამრავია, მაგრამ ყველა ასეთი აპლიკაცია […]

CyanogenMod 10.1.1 განახლება “Master Key” პატჩს შეიცავს

ჩემს წინა პოსტში გაკეთებული დასკვნა გამართლდა და CyanogenMod-ის დეველოპერებმა გაგვახარეს თავიანთი ოპერატიულობით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებისკენ სწრაფვით. განახლების შემდეგ თქვენი სისტემის ვერსია 10.1.1 გახდება და მასში განხორციელებული რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლება დაყენდება. გაცილებით უმნიშვნელო ბაგების გამოსწორებასთან ერთად ამჯერად “Master Key”-ს უსაფრთხოების პრობლემაც მოგვარდება.

Google-მა “Master Key” მოწყვლადობა გამოასწორა

Google-მა ამოკერა Bluebox Security-ის მიერ აღმოჩენილი მოწყვლადობა Android საოპერაციო სისტემის უსაფრთხოების მოდელში. მოწყვლადობის გამოყენებისას შემტევი აპლიკაციების 99% გადააქცევდა “ტროას ცხენის” მსგავს ვირუსად. Google-მა განაცხადა, რომ მათ ეს უსაფრთხოების პრობლემა აღმოფხვრეს და უკვე გადაუგზავნეს OEM (ორიგინალური მოწყობილობების მწარმოებლები) არხის მომხმარებლებს.