Twisted Metal-ის რელიზი თებერვალში შედგება

ცნობილია სარბოლო ექშენის, Twisted Metal–ის ჩრდილო ამერიკული რელიზის ზუსტი თარიღი — 2012 წლის 14 თებერვალი. ინფორმაცია გაავრცელა პროექტის მთავარმა დიზაინერმა და ხელმძღვანელმა, დევიდ ჯეფმა (David Jaffe). Sony Computer Entertainment–ის (SCE) ამერიკულ განყოფილებას თამაშის გამოშვება 4 ოქტომბრისთვის უნდოდა, თუმცა დაუსახელებელი მიზეზების გამო თამაშის რელიზი გადაიდო. ევროპული რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში მხოლოდ PS3–სთვის იწერება; სტუდია — Eat Sleep Play. მომხმარებელს […]
Pro Evolution Soccer 2012 გამოვა ოქტომბერში

ცნობილია, საფეხბურთო სიმულატორის Pro Evolution Soccer 2012-ის (PES 2012) ევროპული რელიზის თარიღი: გამომცემლობა Konami თამაშს გამოუშვებს 14 ოქტომბერს. დღესდღეობით გათვალისწინებულია მხოლოდ PC, PS3 და Xbox 360 პლატფორმები. ხოლო, როდის გამოვა PES 2012 Nintendo Wii, 3DS, PS2 და PSP პლატფორმებისთვის ჯერჯერობით უცნობია. პროექტს ამზადებს შიდა სტუდია Konami Computer Entertainment Tokyo. ეს საფეხბურთო სიმულატორი არის, FIFA 11-ის სერიის კონკურენტი, […]
Mario & Sonic at the London 2012 Olympic Games მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა

Mario & Sonic at the London 2012 Olympic Games–ის Wii-რელიზი მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება, იუწყება გამომცემლობა SEGA. გასაგებია, რომ პრექტი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადას მიაძღვნა, თუმცა მარიო და სონიკი ოლიმპიურ დისციპლინებში შეჯიბრებას უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყებენ: ევროპაში თამაში 18 ნოემბერს, ხოლო ამერიკაში 15 ნოემბერს გამოვა. ასევე დამუშავების პროცესშია ვერსია კონსოლ Nintendo 3DS–სთვის, მაგრამ ის 2012 წლის თებერვალში გამოჩნდება. ორივე […]
FIFA Manager 12: პირველი დეტალები

გამომცემლობა Electronic Arts–მა ინტერნეტში თამაშ FIFA Manager 12–ის პირველი დეტალები გამოაქვეყნა. პროექტი, რომელიც სტუდია Bright Future–ში იქმნება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მხოლოდ PC-ზე გამოვა. FIFA Manager — ეს არის სპორტული ეკონომიკის სიმულატორის სერია, რომელიც მთლიანად ფეხბურთს ეძღვნება. თამაში ჩვენგან არ ითხოვს დახვეწილ პასებს, სწრაფ სირბილს და გატანილ გოლებს. მთავარია — ფულის სწორად დათვლა და ჩვენი გუნდის წარმატებაზე ზრუნვა. როგორც იუწყებიან, მეთორმეტე […]
FIFA 12 სექტემბერში გამოვა

თქვენი აზრით, რა ფერის ბარათს უჩვენებს ამ ეპიზოდის შემდეგ მსაჯი? რელიზისთვის ემზადება FIFA–ს საფეხბურთო სერიალის მეთორმეტე ნაწილი, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts. თამაში სექტემბრის ბოლოს გამოვა: 27-ში — ჩრდილო–ამერიკაში და 30-ში — ევროპაში. დამუშავება, რომელზეც პასუხს სტუდია EA Canada აგებს, მიმდინარეობს აბსოლიტურად ყველა მოწყობილობაზე გარდა სარეცხი მანქანისა და მაცივრისა: iPhone, iPad, iPod touch, Nintendo 3DS, PSP, PS2, PS3, Wii, Xbox 360 და PC. უნდა აღინიშნოს […]
E3 2011: «რეალური სიმულატორი» Forza Motorsport 4 ოქტომბერში გამოვა

გამომცემლობა Microsoft Game Studios–მა ახალი სარბოლო სიმულატორის, Forza Motorsport 4–ის რელიზის შესახებ განაცხადა. თამაში, რომელიც მხოლოდ Xbox 360–სთვის იქმნება, 11 ოქტომბერს ა.შ.შ–სა და კანადაში, 14 ოქტომბერს ევროპაში და 20 ოქტომბერს იაპონიაში გამოვა. Turn 10 Studios–ის დეველოპერები სიახლეს «რეალურ სარბოლო სიმულატორს» უწოდებენ, რომელიც Gran Turismo–ს PS3–სერიის უმთავრესი კონკურენტი გახდება. რატომაც არა? ენას ხომ ძვალი არა აქვს… ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივი რბოლა, რომელიც გვახსენებს […]
Electronic Arts-მა ორი Facebook-თამაში დააანონსა

სოციალურ ქსელ Facebook–ში «სიმპსონები» გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts. ცნობილი გახდა, რომ EA ამ ქსელისთვის ერთდროულად ორ თამაშს შექმნის. პირველ პროექტს სამშენებლო სიმულატორი SimCity წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება მეორეს, ფლეშ–თამაში, რომელიც მულტ–სერიალის, The Simpsons–ის მოტივებზე არის შექმნილი; გავბედავ გაუწყოთ, რომ ორივე თამაში, სტუდია Playfish–ში იქმნება, რომელიც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ЕА–ს საკუთრება გახდა. აი რა არის ცნობილი პირველ […]
Gaijin Entertainment ავია–სიმულატორზე, Birds of Steel–ზე მუშაობს

რუსული სტუდია, Gaijin Entertainment კონსოლურ ავია–სიმულატორს, Birds of Steel–ს ამუშავებს. ცნობილი გახდა, რომ Gaijin–მა და Konami–მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის PS3 და Xbox 360 ვერსიების შექმნის შესახებ. რელიზი 2012 წლის პირველ კვარტალში შედგება. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს სითბური ჭურვები, მახის სიჩქარე (1225 კმ/სთ), დახვეწილი აეროდინამიკა და მსგავსი «კომფორტი» არ ექნება, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშე ნამდვილად არ მოიწყენს. მოკლედ, თამაში «ყველაზე ცნობილ და სასტიკ საჰაერო […]
«აკელა» Trainz Simulator 12–ს გამოუშვებს

ძალაინ საინტერესო თამაში იმათთვის, ვინც დაინტერესებულია სარკინიგზო ქსელის მუშაობის პრინციპით: «აკელამ» Trainz Simulator 12 დააანონსა. პროექტის ლოკალიზაცია, რომლის დამუშავებაზე ავსტრალიური სტუდია Auran ზრუნავს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება დასავლურ რელიზს, მასზე პასუხს N3V Games აგებს. ალბათ, თამაშის სახელწოდებიდანაც მიხვდებით, რომ ჩვენ მოგვიწევს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს ხელშია: ლოკომოტივები, ათასობით სარკინიგზო ობიექტი და შენობა–ნაგებობები, რეალურად არსებული […]
Electronic Arts-მა წარადგინა Need for Speed: The Run

შუქნიშნები, აღნიშვნები და სიჩქარის ნორმა მხოლოდ სუსტებისთვის არის, აცხადებენ დეველოპერები დმაუშავების პროცესია, ღმერთმა უწყის რიგით რომელი, Need for Speed–ის მორიგი სარბოლო სერია, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts. თავიდან, Need for Speed: The Run შემთხვევით დააანონსა მაღაზია ShopTo–მ, შემდეგ კი გამომცემლობამაც დაადასტურა თამაშის არსებობის ფაქტი. ამავდრიულად გამოჩნდა პირველი ვიდეო–რგოლიც. 2011 წლის 15 ნოემბერს პროექტი ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, ხოლო The Run ევროპის […]
