Microsoft, Skype-ის ვებ ვერსიას გამოუშვებს

კორპორაცია Micrososft, პროექტ Skype for Browsers–ის შესაქმნელად, ახალ თანამშრომლებს ეძებს. შესაბამისად გამოქვეყნდა ოთხამდე ოფიციალური განცხადება, რომელიც ახალი კადრების შერჩევას ითვალისწინებს. ვაკანსიის მოკლე აღწერა შემდეგნაირად ჟღერს: რედმონდულ კომპანიას ესაჭიროება პროგრამისტები, რომლებიც ფლობენ HTML5–ის პროგრამულ ენას. ახალ თანამშრომლები იმუშავებენ Microsoft-ის ოფისებში — ლონდონსა (ინგლისი) და პრაღაში (ჩეხეთი). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Microsoft-ს დაგეგმილი აქვს, Skype-ის ვებ ვერსიის გამოშვება. პროგრამული კლიენტის, […]

Skype-ის ჯგუფური ვიდეოკონფერენცია ფასიანი გახდა

მიმდინარე კვირის დასაწყისში, იმათ ვინც გამოიყენა Skype-ის ჯგუფური ვიდეოკონფერენციის ფუნქციონალი კომპანიამ უჩვენა გაფრთხილება: «სცადეთ 7 დღე უფასოდ ან შეიძინეთ Premium ეხლავე!» Premium-პაკეტის ღირებულება €5.99 თვეში ან €3.49 დღეში. დაწვრილებით. შეგახსენებთ, რომ Skype-ის ვიდეოკონფერენციის ფუნქციონალის დამატებიდან 7 თვე გავიდა.

Skype 5.0 beta – Mac OS X

გამოვიდა Skype 5.0 ბეტა ვერსია Mac OS X პლატფორმისათვის, ახალი ინტერფეისით, რომელიც აადვილებს პროგრამის მოხმარებას და უფრო მეტად შეესაბამება Mac სტანდარტებს. პროგრამა ერთ მთლიან ფანჯარაშია გაერთიანებული და იყენებს სისტემის მისამართების წიგნს იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ დაურეკოთ, გაუგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები და SMS მეგობრებს მათი  სტატუსის მიუხედავად. მას უკვე აქვს საკონფერენციო ვიდეო ზარების ფუნქცია – რა თქმა […]

Skype 5.0 – Facebook-თან სრული ინტეგრაციისათვის ემზადება.

5.0 ბეტა ვერსიაში განხორციელებული 10-მომხმარებლიანი ვიდეო კონფერენციის გარდა Skype სხვა სიურპრიზსაც გვიმზადებს.  სანდო წყაროებზე დაყრდნობით Engadget-ი გვატყობინებს, რომ მასში Facebook-თან შეერთების შესაძლებლობაც იქნება გათვალისწინებული. იმისათვის რომ Skype-ით ვისარგებლოთ არ იქნება აუცილებელი Skype ID არამედ შესაძლებელი იქნება Facebook-ის ანგარიშით ვისარგებლოთ, როგორც ინტერნეტ ტელეფონიით ასევე SMS შეტყობინებები გავუგზავნოთ Facebook-ის მომხმარებლებს.