ამერიკულ უპილოტოებს ვირუსებმა შეუტია

მავნე პროგრამა, რომელმაც კრიჩის ავიაბაზის კომპიუტერებში შეაღწია, საიდანაც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების დრონების უმეტესობა იმართება, კლავიატურიდან შეყვანილ ყველა ინფორმაციას იპარავს. მასთან გამკლავება კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ვირუსი, რომელიც კეილოგერს მოიცავს, ორი კვირის წინ პენტაგონის უსაფრთხოების სისტემის, Host-Based Security System–ის საშუალებით აღმოაჩინეს. ავღანეთის ცაზე მფრინავ დრონებს პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნიათ, არც ინფორმაციის გაჟონვა დაფიქსირებულა, მიუხედავად ამისა საფრთხის რისკი მაინც […]
Microsoft–მა გახსნა ბლოგი — «Windows 8–ის შექმნა»

სტივენ სინოფსკი (Microsoft–ის ფოტო). კორპორაცია Microsoft–მა გახსნა ბლოგი სახელწოდებით «Windows 8–ის შექმნა», სადაც, როგორც დაგეგმილია, რეგულარულად განთავსდება ინფორმაცია OS-ის დამუშავების შესახებ. პირველი პოსტი გამოაქვეყნა Microsoft–ის პლატფორმა Windows–ის განყოფილების პრეზიდენტმა, სტივენ სინოფსკიმ. მისი თქმით, ახალი ოპერაციული სისტემა იქნება საუკეთესო პლატფორმა ძველი თუ უახლესი გამომთვლელი მანქანებისათვის. Microsoft–ში კი აცხადებენ, რომ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი OS კომპანიის არსებობის ისტორიაში. სინოფსკიმ ასევე აღნიშნა, რომ Windows […]
Microsoft–მა Windows 8–ის რელიზის საორიენტაციო თარიღი დაასახელა

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2004 წლის მარტი; Nancy Kaszerman / ZUMA / Corbis–ის ფოტო). კომპანია Microsoft–ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, ტოკიოში (იაპონია), პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთა ფორუმზე, Windows–ის შემდეგი ვერსიის გამოსვლის საორიენტაციო თარიღი დაასახელა. დამუშავების პროცესში მყოფ პროგრამულ პლატფორმას ბალმერმა Windows 8 უწოდა და დასძინა, რომ ის ოფტიმიზირებულია არა მხოლოდ კლავიატურიან მოწყობილობებთან სამუშაოდ, არამედ — პლანშეტურ კომპიუტერებთანაც. ამასთან «მაიკროსოფტის» […]
Windows 8

Windows 8–ის, სხვადასხვა ტიპის, ექსპერიმენტალური ინტერფეისი. ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ როგორი იქნება Microsoft–ის ახალი ოპერაციული სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ამ OS-ზე ოფიციალური ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, სხვადასხვა ინტერნეტ–რესურსებიდან თავი მოვუყარე რამდენიმე დეტალს, რომელიც Windows 8-ს ეხება. მოკლედ: ვებ–წყაროებმა, უკვე, დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება დამუშავების პროცესში მყოფ ოპერაციული სისტემის განსაკუთრებულობებზე. როგორც იუწყებიან, Windows 8–ში ინტეგრირებული იქნება დოკუმენტების PDF […]
Google I/O 2011: Android Honeycomb 3.1, Ice Cream Sandwich და სხვა შოკის მომგვრელი სიახლეები

Android Honeycomb 3.1 დღეს, Google I/O 2011–ის (LIVE) კონფერენციაზე წარდგენილი იყო Android–ის განახლებული ვერსია პლანშეტებისთვის. უმთვარესი სიახლეები: ვიჯეტებს უკვე გააჩნიათ სქროლინგის მხარდაჭერა — მაგალითად, ვიჯეტს Google Mail. მოწყობილობა, უკვე, შეიძლება USB–ჰოსტად გამოვიყენოთ: XBox 360–ის ჯოისტიკის შეერთება და კამერიდან ფოტოების იმპორტი Google TV უკვე 3.1–ზე და პროგრამების მაღაზიის მხარდაჭერა TV-ზე განახლება Xoom Verizon–სთვის უკვე დღეიდან არის ხელმისაწვდომი, ხოლო სხვა დანარჩენი მოწყობილობებისთვის — რამდენიმე […]
Microsoft-მა Windows Phone 7–ის ორ მილიონზე მეტი ასლის გაყიდვა შეძლო

კორპორაცია Microsoft–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილური ოპერაციული სისტემის, Windows Phone 7–ის გაყიდვების მოცულობის შესახებ, რომლის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე 2010 წლის ოქტომბერში შედგა. კორპორაციის შეფასებით, 2010 წლის მეორე კვარტალში მობილური პლატფორმის 2 მლნ–ზე მეტი ასლი გაიყიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამავე რაოდენობის მაწყობილობების რეალიზება მოხდა ამ OS-ის მართვის ქვეშ, ანუ Microsoft–ის მიერ დასახელებული ციფრები Windows Phone […]
PandaLabs: ტროიანი ყველაზე გავრცელებული და საზიანო პროგრამაა

კომპანია Panda Security-ის ლაბორატორია PandaLabs-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მესამე კვატლის მსოფლიო ქსელის უსაფრთხოების ანალიზის რეზულტატები. როგორც აღნიშნულია ანგარიშში, ივლისიდან სექტემბამდე კომპიუტერების დაინფიცირების დაახლოებით 55%-ის მიზეზი ტროიანი აღმოჩნდა. თუ ადრე კომპიუტერის ინფიცირება ყველაზე ხშირად ელექტრონული წერილებიდან ხდებოდა, დღეისათვის ეს საშუალება დაიხვეწა ბევრად უფრო თანამედროვე ტექნიკით: კიბერკრიმინალები მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან და ყალბი საიტებიდან იპარავენ. ქვეყნებს შორის […]
გამოვიდა Skype-ის კლიენტი Android-სმარტფონებისათვის

გამოვიდა VOIP-კლიენტი Android-სმარტფონებისათვის, განაცხადა კომპანია Skype-მა. შემქმნელები აღნიშნავენ, რომ სიახლე ფუნქციონალურია მხოლოდ შემდეგი მოდელების «გუგლფონებთან»: HTC Desire, HTC Legend, Google Nexus One, Motorola Milestone XT720 და Motorola Milestone, ხოლო, რაც შეეხება Samsung Galaxy S-ს, წარმოიქმნა მცირე პრობლემები, რომლებიც მალე გამოსწორდება. კლიენტის გადმოწერა შეგიძლიათ ორი მეთოდით: ან Android Market-დან, ან უბრალოდ სმარტფონის ვებ-ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი skype.com/m. ამისათვის აპარატში უნდე ეყენოს […]
Internet Explorer-ის წილი ისევ დაეცა

კომპანია Net Applications-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ბაზარზე ბრაუზერების სექტემბრის სტატისტიკა. Internet Explorer-მა, მიუხედავად იმისა, რომ რჩება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ბრაუზერად, ისევ დაკარგა მომხმარებელი. აგვისტოში მისი საბაზრო წილი შეადგენდა 60,40%-ს, ხოლო გასულ თვეს ეს მონაცემი დაეცა 59,65%-მდე. ერთი წლის წინ Microsoft-ის ბრაუზერით ინტერნეტში შედიოდა ქსელში ჩართული კომპიუტერების 65,71%. თუმცა, არ არის გამორიცხული Explorer-მა შეწყვიტოს უკან სვლა — შეგახსენებთ, რომ Internet […]
შესაძლოა ევროპულმა მობილურმა ოპერატორებმა საკუთარი ოპერაციული სისტემა შექმნან.

სატელეკომუნიკაციო-კომპანია Orange-ის გენერალური დირექტორი სტეფან რიშარი. უმსხვილესი ევროპელი მობილური ოპერატორები მზად არიან შექმნან საკუთარი ოპერაციული სისტემა სმარტფონებისათვის, იუწყება GSMA Mobile Business Briefing. ახალი ოპერაციული სისტემის შექმნის იდეა ეკუთვნის ტელეკომ-კომპანია Orange-ის (France Telecom) გენერალურ დირექტორს სტეფან რიშარს. 8 ოქტომბერს რიშარი პარიზში შეხვდება უმსხვილესი ოპერატორების Telefonica-ს, Deutsche Telekom-ისა და Vodafone-ის ხელმძღვანელებს, რათა განიხილონ სიტუაცია და შეაფასონ მობილური აპარატების ბაზარზე […]
