Twisted Metal-ის რელიზი თებერვალში შედგება

ცნობილია სარბოლო ექშენის, Twisted Metal–ის ჩრდილო ამერიკული რელიზის ზუსტი თარიღი — 2012 წლის 14 თებერვალი. ინფორმაცია გაავრცელა პროექტის მთავარმა დიზაინერმა და ხელმძღვანელმა, დევიდ ჯეფმა  (David Jaffe). Sony Computer Entertainment–ის (SCE) ამერიკულ განყოფილებას თამაშის გამოშვება 4 ოქტომბრისთვის უნდოდა, თუმცა დაუსახელებელი მიზეზების გამო თამაშის რელიზი გადაიდო. ევროპული რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში მხოლოდ PS3–სთვის იწერება; სტუდია — Eat Sleep Play. მომხმარებელს […]

Uncharted 3: Drake’s Deception-ის ღია ბეტა–ტესტირება ივნისის ბოლოს დაიწყება

Uncharted 3: Drake’s Deception–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი მულტიფლეერული ბეტა–ვერსია ივნისის ბოლოს გამოვა. გამომცემლობა Sony Computer Entertainment აზუსტებს: PS Plus–ის ფასიანი აბონენტები და ასევე ისინი, რომლებმაც შეიძინეს InFamous 2 «ბეტას» 28 ივნისიდან მიიღებენ. დანარჩენებს კი თამაშით გართობა 4 ივლისიდან შეეძლებათ. ტესტირება 13 ივლისამდე გაგრძელდება. ქსელური ბრძოლებისთვის გამოჩნდება ორი რუკა, ასევე მოსალოდნელია ათი სათამაშო რეჟიმი, რამდენიმე პერსონაჟი და იარაღების კომპლექტი. გმირის […]

Uncharted 3: Drake’s Deception-ის ბეტა ვერსია ზაფხულში გამოვა

Uncharted 3: Drake’s Deception–ის მულტიფლეერული ბეტა–ვერსია მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა, იუწყბეა გამომცემლობა Sony Computer Entertainment. თამაშის დასრულებული ვერსია ა.შ.შ–სა და კანადაში 1 ნოემბერს, ხოლო ევროპაში 4 ნოემბერს გამოჩნდება. თუმცა, მანამდე ნებისმიერი მსურველი შეძლებს PSN ქსელიდან მისი ბეტა–ვერსიის გადმოწერას. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ვინც შეიძენს თამაშ InFamous 2–ს ან გახდება PSN Plus–ის ფასიანი წევრი სიახლეზე წვდომას 28 ივნისიდა მიიღებს, სხვა […]

PS3-ექშენის, inFamous 2–ის ბეტა–ვერსია აპრილში გამოვა

გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა inFamous 2–ის ბეტა–ვერსიის უახლოეს მომავალში გამოსვლის შესახებ განაცხადა. და ეს აპრილში მოხდება. PlayStation Plus–ის ფასიან სერვერში დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის სიახლე 12 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენებს «ცოტა ხანი ლოდინი» მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ თამაშის დამუშავებაზე სტუდია Sucker Punch ზრუნავს. პროექტის სრულფასოვანი რელიზი 2011 წლის 7 ივნისისთვის არის დაგეგმილი; თამაშის პლატფორმა ერთადერთი — PS3. თუმცა ეს არ იქნება ჩვეულებრივი ბეტა–ვერსია, არამედ ეგრეთწოდებული UGC beta, […]