ტელესკოპმა “კეპლერი” აღმოაჩინა მისი პირველი პოტენციურად დასახლებული ეგზოპლანეტა

კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ეიმსის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ამერიკელმა ასტრონომებმა, წარმოადგინეს პირველი პოტენციალური ეგზოპლანეტა, რომელიც კოსმოსურმა ტელესკოპმა “კეპლერმა” აღამოჩინა. ახალი პლანეტა, 600 სინათლის წლით არის დაშორებული ჩვენსგან და შედის თებერვალში გამოქვეყებული 54 ობიექტის სიაში, რომლებიც შესაძლოა იყვნენ თავიანთი ვარსკვლავის დასახლებულ ზონაში. იმისათვის, რომ გადაემოწმებინათ “კეპლერის” მონაცემები მისი ტრანზიტის  (მნათობის დისკზე გავლა) მიხედვით, მეცნიერებმა ჩაატარეს დაკვირვებები ინფრაწითელი კოსმოსური […]