2015 წელს ნახევარგამტარული მიკროსქემების ბაზრის მოცულობა $400 მლრდ–ს მიაღწევს

Tim Pannell / Corbis–ის ფოტო. კომპანია iSuppli პროგნოზირებს ნახევარგამტარილი პროდუქციის ბაზრის მოცულობის ზრდას 2015 წლამდე. ანალიტიკოსების შეფასებით, 2010 წელს, მთელს მსოფიოში, $304,1 მლრდ–ის ნახევარგამტარული მიკროჩიპების რეალიზება მოხერხდა. 2009 წელთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი $229,5 მლრდ–ს შეადგენდა, ზრდამ 32%–ს მიაღწია, ანუ დაახლოებით $75 მლრდ, რაც ინდუსტრიის ისტორიაში აბსოლიტური რეკორდი გახდა. მიმდინარე წელს, წინასწარი პროგნოზით, ბაზრის მოცულობა 7,2%–ით გაიზრდება და $325,9 მლრდ–ს მიაღწევს. მაქსიმალური […]

2011 წელს HTC–მა, შესაძლოა, 40 მილიონი სმარტფონის რეალიზება მოახერხოს

HTC–ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, პიტერ ჩოუ (Stephen Shankland / CNET–ის ფოტო). HTC-ის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ ჩოუმ, Qualcomm Uplinq–ის კონფერენციაზე გამოსვლისას (სან–დიეგო, კალიფორნია, ა.შ.შ), სმარტფონების ბაზარზე, კომპანიის წარმატებების შესახებ ისაუბრა. ჩოუს სიტყვებით, HTC ერთ–ერთი უმსხვილესი Android-დეველოპერი გახდა, რომელიც მხოლოდ Google–ს ჩამორჩება. გარდა ამისა, Canalys–ის შეფასებით, გაყიდული «გუგლფონების» რაოდენობით, კომპანია ლიდერობას არავის არ უთმობს. НТС–ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში რეალიზებულმა […]

Lenovo-მ წლიური მოგება მესამედით გაზარდა

Lenovo-ს აღმასრულებელი დირექტორი, იან იუანცინი (2008 წლის მარტი; Imaginechina / Corbis–ის ფოტო). კომპანია Lenovo–მ უკანასკნელი მეოთხედისა და 2010/2011 ფინანსური წლის მუშაონის შედეგები გამოაქვეყნა. პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესმა მიმწოდებელმა, იანვრიდან მარტის ჩათვლით, $4,88 მლრდ გამოიმუშავა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 13%–ით მეტია. სუფთა მოგებამ კი $42 მლნ შეადგინა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რეალიზებული კომპიუტერების რაოდენობა 16%–ით გაიზარდა, ამასთან გასულ კვარტალში პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო […]

Hewlett-Packard-ის კვარტალურმა შემოსავალმა $31,6 მლრდ–ს გადააჭარბა

HP-ის ხელმძღვანელი, ლეო აპოტეკერი (2011 წლის მარტი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). კომპანია Hewlett-Packard–მა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის (იანვარი–აპრილი) მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. სამი თვის განმავლობაში, პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესმა მწარმოებელმა $31,6 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 3%–ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით. სუფთა მოგებამ $2,3 მლრდ შეადგინა, ანუ $1,05 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი. შედარებისთვის: 2010 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ $2,2 […]

Dell-მა კვარტალური მოგება, თითქმის, გაასამმაგა

Dell–ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მაიკლ დელი (2010 წლის სექტემბერი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). კომპანია Dell–მა 2011 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება ნახა — 49 ცენტი აქციაზე. კომპიუტერებლის უმსხვილესი მწარმოებლის შემოსავალმა, სამი თვის განმავლობაში, $15 მლრდ შეადგინა, ანუ გასული წლის მონაცემს 1%–ით გადააჭარბა. ამასთან სუფთა მოგება, პრაქტიკულად, გასამმაგად: თუ 2010 წლის პირველ კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება $341 მლნ–ს არ […]

Galaxy S II-მა, კორეაში, წინასწარი გაყიდვების მოცულობით, iPhone 4–ს გაასწრო

ახალი ფლაგმანური სმარტფონის, Samsung Galaxy S II–ის გაყიდვები, სამხრეთ კორეაში, 25 აპრილს დაიწყო. გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე, სამი სამხრეთ–კორეული ოპერატორისგან, Samsung–მა 200 ათასი წინასწარი შეკვეთა მიიღო. პირველ 30 წუთში, დაახლოებით, 10 ათასი შეკვეთა გაფორმდა, ხოლო მომდევნო 64 წუთში მათი რაოდენობა გაორმაგდა. შედარებისთვის: აგვისტოში Apple–მა კორეელებისგან iPhone 4–ის, მხოლოდ, 110 ათასი შეკვეთა მიიღო. როგორც ჩანს, Galaxy S II–ის რეკორდს, საკმაოდ დიდი […]

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Motorola–მ 250 ათასზე მეტი პლანშეტური კომპიუტერის, Xoom–ის, რეალიზება მოახერხა

Motorola Mobility–ს ხელმძღვანელი, სანჯაი ჯა (Market Playground–ის ფოტო). კომპანია Motorola Mobility–იმ 2011 წის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. ფიჭური აპარატებისა და პლანშეტების უმსხვილესმა მწარმოებელმა სამი თვის განმავლობაში $3,0 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო. 2010 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ზრდამ 22% შეადგინა. მობილური მოწყობილობებიდან მიღებული შემოსავალი, თითქმის, მესამედით გაიზარდა — $2,1 მლრდ–მდე; საოჯახო ელექტრონიკამ კომპანიას $904 მლნ მოუტანა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 8%–ით […]

წელიწად ნახევარში Microsoft–მა Windows 7–ის 350 მლნ ლიცენზიის რეალიზება მოახერხა

სტივ ბალმერი წარადგენს Windows 7–ს (ნიუ–იორკი, ა.შ.შ, 2009 წლის 22 ოქტომბერი; Timothy A. Clary / AFP / Getty Images–ის ფოტო). Microsoft–ის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 პერსონალური კომპიუტერებისათვის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი პროგრამული პლატფორმა გახდა. Windows 7–ის დაანონსებიდან (2009 წლის ოქტომბერი) წელიწად ნახევარში 350 მლნ–ზე მეტი ლიცენზია გაიყიდა. შედარებისთვის: იგივე პერიოდში, Microsoft–მა 180 მლნ Windows Vista–ს ლიცენზიის რეალიზება მოახერხა და დაახლოებით 130 მლნ — Windows ХР–ის. […]

Nokia კარგავს საბაზრო წილს მიბილური ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე

Nokia–ს აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ელოპი (მარცხნივ) და Microsoft–ის გენერალური დირექტორი სტივ ბალმერი (2011 წლის 11 თებერვალი; Alastair Grant / AP–ის ფოტო). კომპანია Nokia–მ ეხლახან გამოაქვეყნა 2011 წლის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები. სამი თვის განმავლობაში, ფიჭური აპარატების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა €10,4 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც 2010 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით 9%–ით ნაკლებია, როცა ფინური ვენდორის შემოსავალი €9,5 მლრდ–ს შეადგენდა. შუფთა მოგებაც €349–დან €344 […]

კომპანია Google–ის შემოსავალი და მოგება აგრძელებს ზრდას

Google–ის გენერალური დირექტორი ლარი პეიჯი (2006 წლის იანვარი; Christopher Farina / Corbis–ის ფოტო). კომპანია Google–მა მიმდინარე კალენდარული წლის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ინტერნეტ–კორპორაციის შემოსავალმა, იანვრიდან მარტის ჩათვლით, $6,54 მლრდ–ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით, დაახლოებით, 29%–ით მეტია, როცა კომპანიის შემოსავალი $5,1 მლრდ–ს შეადგენდა. 18%–ით გაიზარდა Google–ის სუფთა მოგება. თუ ერთი წლით ადრე კომპანიამ $1,96 მლრდ გამოიმუშავა, დღეისათვის — $2,3 […]