მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 48 მლნ ერთეულს მიაღწიოს

შეძლებს კი სტივ ჯობსის იმპერია ანალიტიკოსის ოპტიმისტური პროგნოზიზ გამართლებას? (რეიტერის ფოტო). ანალიტიკოსები Apple-ის პროდუქციის, პლანშეტურ კომპიუტერ iPad-სა და კომუნიკატორ iPhone-ის გაყიდვების უსწრაფეს ზრდას პროგნოზირებენ. Wedge Partners-ის სპეციალისტის ბრაიან ბლეირის აზრით, მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 45-48 მლნ ერთეულს მიაღწიოს. 2010 წელს, როგორც მოსალოდნელია, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით, 13,5 მლნ «აიპადი» გაიყიდება. ასევე, ბატონი ბლეირი ვარაუდობს, რომ […]

iSuppli: პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნა აგრძელებს ზრდას

კომპანია Apple-ის მაღაზია ჩიკაგოში (ილინოისი, ა.შ.შ. ვიკიპედიას ფოტო). კომპანია iSuppli-მ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა. iSuppli-ს მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე, 88,1 მლნ დესკტოპი, ნოუთბუქი და ნეტბუქი გაიყიდა. 2009 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა 79,9 მლნ ერთეულს არ აღემატებოდა, ზრდამ 10,3% შეადგინა. კვარტალური გამოთვლებით გაყიდვების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა: 2010 წლის […]

AOL მინუსშია

AOL-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ არმსტრონგი (WordPress.com-ის ფოტო). ვებ-კორპორაცია AOL-მა, ეხლახან, მიმდინარე ფინანსური წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. AOL-ის შემოსავალმა, სამი თვის განმავლობაში, შეადგინა $563,5 მლნ. ეს მაჩვენებელი, თითქმის მეოთხედით, ნაკლებია გასული წლის რეზულტატთან შედარებით — $763,9 მლნ. ვარდნა, პირველ რიგში, აიხსნება რეკლამებიდან მიღებული შემოსავლისა და dial-up-სერვისის აბონენტების შემცირებით. წლიური გამოთვლებით, რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი 27%-ით […]

ნახევარგამტარული მიკროსქემების კვარტალური გაყიდვა მეოთხედით გაიზარდა

(SIA-ს მონაცემები). ნახევრგამტარების ინდუსტრიის ასოციაციამ (SIA) გამოთვალა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, მთელს მსოფლიოში, გაიყიდა $79,4 მლრდ-ის ნახევარგამტარული მიკროსქემები. 2009 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა არ აღემატებოდა $62,9 მლრდ-ს, ზრდამ 26,2% შეადგინა. ასევე, თუ მესამე კვარტლის რეზულტატს შევადარებთ მეორე მეოთხედის მაჩვენებელს, გაყიდვები 6,1%-ით გაიზარდა: 2010 წლის მეორე კვარტალში, სულ, გაიყიდა $74,8 მლრდ-ის ნახევარგამტარული […]

Motorola-მ, პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში, შემოსავლის ზრდა უჩვენა

კომპანია Motorola-ს მობილური განყოფილების გენერალური დირექტორი სანჯაი ჯა (2009 წლის სექტემბერი, სან-ფრანცისკო, კალიფორნია, ა.შ.შ.; ფოტო The Edge Malaysia). ამერიკულმა კომპანია Motorola-მ, 2006 წლის მიწურულიდან დღემდე, პირველად უჩვენა შემოსავლების ზრდა. Motorola-მ მესამე კვარტალში მიიღო $5,8 მლრდ-ის შემოსავალი. ეს მაჩვენებელი 6%-ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით, როცა კომპანიის შემოსავალი არ აღემატებოდა $5,4 მლრდ-ს. სუფთა მოგება გაიზარდა ცხრაჯერ […]

ჩინურმა საძიებო სისტემა Baidu-მ კვარტალური მოგება გააორმაგა

Baidu აგრძელებს Google-ის შევიწროვებას ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია Baidu-მ შეაჯამა მიმდინარე ფინანსური წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები. უმსხვილესმა ჩინურმა საძიებო სისტემამ სამი თვის განმავლობაში $337,2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც 76,4%-ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით. Baidu-ს სუფთა მოგება 112,4 %-ით გაიზარდა: თუ საძიებო სისტემამ ერთი წლით ადრე მიიღო დაახლოებით $73,5 მლნ, დღეისათვის ეს მაჩვენებელი შეადგენს $156,4 მლნს. კომპანია […]

ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა შემოსავალი 40 პროცენტით გაზარდა

Amazon–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი Kindle-ით ხელში. კომპანია Amazon-მა ისევ გაზარდა შემოსავალი და სუფთა მოგება. მსოფლიოში წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიის მოგებამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შეადგინა $7,56 მლრდ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $5,45 მლრდ მიიღო, ანუ ზრდამ მიაღწია 40%-ს. სამი თვის განმავლობაში ვებ-მაღაზიამ ნახა $231 მლნ სუფთა მოგება, ანუ 51 ცენტი ერთ ფასიან ქაღალდზე. […]

ფინური ვენდორის სუფთა მოგება ისევ შემცირდა

კომპანია Nokia-ს აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ელოპი. კომპანია Nokia-მ ეხლახან გამოაქვეყნა მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები. მობილური ტელეფონების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელის შემოსავალი, წლიური გამოთვლებით, 5%-ით გაიზარდა და შეადგინა €10,27 მლრდ. შედარებისთვის: 2009 წლის მესამე მეოთხედში კომპანიამ მიიღო €9,81 მლრდ. თუმცა საგრძნობლად დაიკლო კომპანიის სუფთა მოგების მოცულობამ. თუ ერთი წლის წინ კომპანიამ ნახა €559 მლნ-ის სუფთა მოგება, დღეისათვის […]

ინტერნეტ-აუქციონმა eBay-იმ შემოსავალი მეოთხედით გაზარდა

eBay-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯონ დონაჰუ. კომპანია eBay-იმ მიმდინარე ფინანსური წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. უმსხვილესმა ინტერნეტ-აუქციონმა სამი თვის განმავლობაში მიიღო $2,25 მლრდ. წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლის რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა: 2009 წლის მესამე მეოთხედში — $2,24 მლრდ. ამავდროულად აუქციონის სუფთა მოგება გაიზარდა მეოთხედით. თუ ერთი წლის წინ კომპანია გამოიმუშავა $350 მლნ, ანუ […]

რუსეთში, «ბილაინის» ტელეფონი А100 უფრო კარგად იყიდება, ვიდრე Sony Ericsson-ის ყველა მოდელი

«ბილაინის» ტელეფონი А100. ტელეკომ-კომპანია «ვიმპელკომმა» (ბრენდი «ბილაინი») რუსეთის მობილური აპარატების ბაზრის 5%-ის დაკავება შეძლო, აცხადებს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მარკეტინგული კუთხით მარტინა ფურუსერა გაზეთ «ვედომოსტში» მიცემულ ინტერვიუში. შეგახსენებთ: მობილური ტელეფონი «ბილაინ» А100, რომელსაც მხოლოდ «ვიმპელკომისთვის» აწარმოებს ჩინური ZTE Corporation, რუსეთის ბაზარზე ივნისში გამოჩნდა, ხოლო უკვე შემოდგომისთვის კომპანია 30 ათას ეგზემპლარს ყიდდა კვირაში (120-13- ათასი თვეში). Mobile Research Group-ის […]