Total War: Rome 2 დაანონსდა

პლანეტის უმთავრესი სტრატეგიული სერიალის, Total War–ის შემქმნელი, ბრიტანული სტუდია The Creative Assembly, ახალ პროექტზე მუშაობს. ცნობილი გახდა, რომ დამუშავების პროცესშია მორიგი სტრატეგია, Total War: Rome 2 (როგორც იქნა!), რომელიც მხოლოდ PC-ზე გამოვა. გამოსვლის საორიენტაციო თარიღი — 2013 წლის მეორე ნახევარი. როგორც სათაურიდან ჩანს, ჩვენ გველოდება უძველესი რომი, სადაც ბოლოს 2004 წელს ვიყავით, როცა Rome: Total War გამოვიდა. Shogun 2–ის ვიწრო გეოგრაფიული ფოკუსისგან განსხვავებით, Rome […]

Might & Magic: Heroes VI-ის ბეტა–რელიზი ივნისის ბოლოს შედგება

Might & Magic: Heroes VI–ის ღია ბეტა ტესტირება 28 ივნისს დაიწყება, გვპირდება ფრანგული გამომცემლობა Ubisoft. სტრატეგიით გართობას, სხვებზე ადრე, ისინი შეძლებენ, რომლებიც თამაშის წინასწარ შეკვეთას მისცემენ. რა თქმა უნდა, «ბეტაზე» წვდომას სხვებიც აიცულებლად მიიღებენ, მაგრამ აი როდის? — უცნობია. თქვენ მოგიწევთ სამი ერთმომხმარებლიანი მისიის, ქსელური ბრძოლების ერთი რუკისა და რამდენიმე გმირის დატესტვა. სრულფასოვანი რელიზი 8 სექტემბერს შედგება […]

«აკელამ» გამოუშვა სტრატეგია «APOX: უდაბნოს ომი»

კომპანია «აკელა» გევედრებათ, რომ არ გაიაროთ იმ მაღაზიასთან ახლოს, სადაც კომპიუტერული თამაშის დისკები იყიდება. ალბათ, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ გაყიდვაში გამოვიდა ახალი პროექტი, სახელწოდებით «APOX: უდაბნოს ომი». APOX — რეალური დროის პოსტაპოკალიფსური სტრატეგია, რომელიც კაცობრიობის აღსასრულსა და დაუმთავრებელ ომებზე მოგვითხრობს. რატომ დადგა სამყაროს აღსასრული არავინ არ იცის: თუმცა, ზოგი ამბობს მზის კატაკლიზმებზე, სხვები რაღაც კომეტას ახსენებენ. მოკლედ, მოთამაშის […]

Paradox Interactive-მა, ახალი სტრატეგია, Sengoku დააანონსა

შვედურმა კომპანია Paradox Interactive–მა წარმოადგინა ახალი, გლობალურ–ისტორიული სტრატეგია — Sengoku. პროექტის სახელწოდება პირდაპირ კავშირშია იაპონურ, სენგოკუს პერიოდთან, რომელიც XV–დან XVII–მდე გრძელდებოდა და ცნობილია როგორც «მეომარი სამეფოების პერიოდი». იმ დროისათვის იაპონია ფეოდალურ სახელმწიფოს წარმოადგენდა, დაყოფილი იყო მრავალ პროვინციად, რომლებსაც «უფრო ძლიერი» სამურაები მართავდნენ. მოთამაშე სათავეში ჩაუდგება ერთ–ერთ ასეთ კლანს. თუმცა თამაში ასე არ იწყება. თავიდან უნდა მოვიპოვოთ ლიდერობა, ხოლო შემდეგ გამოუცხადოთ ომი […]

როგორ გავხდეთ მილიონერები?!

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იმათთვის, ვინც Facebook–ში უკვე აიღო მოსავალი და ისევ ელოდება «შემოდგომის» დადგომას. დღეიდან, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ თავი დაანებონ მიწის ჩიჩქნას და გახდნენ «მილიონერები!» — MONOPOLY Millionaires, თამაში რომელიც EA-ს შიდა სტუდიაში შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Wii–ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვიდა პროექტი MONOPOLY Streets, რის შემდეგაც Electronic Arts–მა გადაწყვიტა მიემართა სოციალური […]

გამოჩნდა Dawn Of War II: Retribution–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ბეტა–ვერსია

გამომცემლობა THQ–მ რეალური დროის სტრატეგიის, Dawn Of War II: Retribution–ის ბეტა–ვერსიის ხელმისაწვდომობის პირობები ახსნა. არსებობს ორი გზა. ისინი, ვინც Steam–ის სტემაში თამაშის წინა ვერსიის გამოსვლისას დარეგისტრირდნენ, «ბეტას» ზედმეტი დამატებითი პირობების გარეშე მიიღებენ: საკმარისია სისტემაში ჩართვა და თამაშის გადმოქაჩვა. დანარჩენებისთვის აუცილებელია მიაკითხონ საიტ Dawn of War Community–ს, შექმნან ექაუნთი და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვონ ბეტა–ვერსიის აქტივაციის გასაღები. ტესტირება 24 […]

ММО-სტრატეგიის, Elements of War-ის რელიზი შედგა

მულტიფლეიერ PC-სტრატეგია Elements of War გაყიდვაში გამოვიდა, აცხადებს მოსკოვური გამომცემლობა «ნოვი დისკ». პროექტი, რომელიც პეტერბურგის სტუდიამ Lesta-მ დაამზადა, სრულფასოვან ონლაინ რეჟიმში აერთიანებს მთელს მსოფლიოს, თუმცა მომხმარებელს, ასევე შეუძლია კამპანიის დახურვაც. კომპლექტში შედის, როგორც, თავად Elements of War, ასევე 30-დღიანი წვდომა ქსელში. «სინგლში» ფლეიერი გააკონტროლებს რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ა.შ.შ-ს გაერთიანებულ ძალებს, რომლებიც ცდილობენ გლობალური კლიმატური […]