PS3-ექშენის, inFamous 2–ის ბეტა–ვერსია აპრილში გამოვა

გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა inFamous 2–ის ბეტა–ვერსიის უახლოეს მომავალში გამოსვლის შესახებ განაცხადა. და ეს აპრილში მოხდება. PlayStation Plus–ის ფასიან სერვერში დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის სიახლე 12 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენებს «ცოტა ხანი ლოდინი» მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ თამაშის დამუშავებაზე სტუდია Sucker Punch ზრუნავს. პროექტის სრულფასოვანი რელიზი 2011 წლის 7 ივნისისთვის არის დაგეგმილი; თამაშის პლატფორმა ერთადერთი — PS3. თუმცა ეს არ იქნება ჩვეულებრივი ბეტა–ვერსია, არამედ ეგრეთწოდებული UGC beta, […]