Thunderbolt ყველგან ანუ PCI-Express 3.0
Intel-ის პლანეტაზე ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება და მომხმარებლის ყურადღების მიქცევას იქ სხვა რაემებით ცდილობენ. როგორც ყველა მოელის 2015 წლისათვის უნდა გამოვიდეს 50 გიგაბიტიანი ოპტიკური ინტერფეისი, მაგრამ დღეისათვის წარმოდგენილია მხოლოდ PCI-Express 3.0 ინტერფეისი Thunderbolt-ის მხარდასაჭერად. Sandy Bridge E, Ivy Bridge და Xeon E5 ჩიპსეტებზე მხარდაჭერილია 10 გიგაბიტიანი Thunderbolt, რომელიც 60%-ით უფრო ჩქარია ვიდრე PCI-Express 2.0. წყარო: Engadget
CES 2011: HTC-იმ გამოუშვა სმარტფონი Thunderbolt

HTC-იმ გამოუშვა თავისი პირველი სმარტფონი, რომელსაც აქვს მეოთხე თაობის ფიჭური ქსელების მხარდაჭერა, რომელიც წარმოდგენილი იყო CES 2011-ის გამოფენაზე (6–9 იანვარი, ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ). მოდელ Thunderbolt-ის შესახებ პირველად ინფორმაცია გამოჩნდა გასული წლის აგვისტოში. სიახლეს აქვს 4,3-დიუამიანი სენსორული TFT-დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA), 8-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, ორმაგი შუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 720p ფორმატში (1280×720 წერტილი), ასევე […]
