ერიკ შმიდტი: Google უფრო დაცულია ვიდრე Apple

Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი თავის ინტერვიუში Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს პასუხობს და ამბობს, რომ ის არასწორად არის ინფორმირებული საძიებო გიგანტის პრივატულობის პოლიტიკის საკითხებში და რომ Google-ის სისტემები “უფრო მეტად დაცულია” ვიდრე ის ყველაფერი რაც Apple-ს აქვს. CNN-თან ინტერვიუში, შმიდტი ამბობს, რომ Google არის ლიდერი მონაცემთა უსაფრთხოებაში და ნებისმიერი კამათი ამასთან დაკავშირებით მსგავსად ტიმ კუკისა […]

ტიმ კუკი: ტლევიზია 1970-იან წლებშია ჩარჩენილი

რამდენიმე დღის შემდეგ რა Apple-მა წარმოადგინა iPhone 6, 6 Plus და Apple Watch და ბაზრის ახალ სეგმენტზე შევიდა მისი ხელმძღვანელი ტელევიზიით დაინტერესებაზე საუბრობს. გადაცემაში PBS-ზე საუბრისას მან თქვა, რომ კომპანიას ძალიან დიდი დაინტერესება აქვს სამომხმარებლო ბაზრის ამ სექტორისადმი. მან ახსნა თუ რატომ არის ტელევიზიის ყურების გამოცდილება იგივე რაც გასული საუკუნის 70-იან წლებში იყო.

Apple-მა iOS 6-ის რუკების გამო გუნდის მენეჯერი დაითხოვა

Apple-დან დაითხოვეს რიჩარდ უილიამსონი, რომელიც რუქების შემქმნელი ჯგუფის მენეჯერი იყო. დათხოვნა განახორციელა ედი ქიუმ, რომელიც კომპანიიდან უკვე წასულმა სკოტ ფორსტალმა დანიშნა უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჩააბარა რუქების მიმართულების კონტროლი.

4 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება: iPhone 5

როგორც ავტორიტეტული წყარო გვატყობინებს ამ დღეს დანიშნულია Apple-ის უახლოესი გრანდიოზული პრეზენტაცია. როგორც ადრე იყო ცნობილი iPhone 5-ის პრეზენტაცია ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი, აქედან გამომდინარე ადვილი მისახვედრია თუ რას ეძღვნება ეს ღონისძიებაც. ეს კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი Apple-თვის, რომ იქ გამოჩნდება ახლი CEO ტიმ კუკი. ასევე მოსალოდნელია ის მოგვევლინოს, როგორც პრეზენტაციის წამყვანი.