MMORPG თამაშის, Rift–ის რელიზი შედგა

მრავალმომხმარებლიანი როლური თამაში Rift გაყიდვაში გამოჩნდა. დღეს შედგა ჩრდილო–ამერიკული რელიზი, ხოლო ევროპელებისთვის სერვერზე წვდომა 4 მარტიდან იქნება შესაძლებელი. სტუდია Trion Worlds–ის პროექტი მხოლოდ PC-ზე გამოვიდა. თამაშის ევროპულ რელიზზე ფრანგული კომპანია Ubisoft ზრუნავს. Rift — ეს არის ისტორია ტელარას ჯადოსნურ ქალაქზე. დღეისათვის ის განადგურების პირას არის, რადგან ქალაქის დამცველი ბეჭედი შესუსტდა, რის შედეგადაც გაჩნდა პორტალები, საიდანაც საშინელი მონსტრები გამოდიან. […]
