E3 2011: «რეალური სიმულატორი» Forza Motorsport 4 ოქტომბერში გამოვა

გამომცემლობა Microsoft Game Studios–მა ახალი სარბოლო სიმულატორის, Forza Motorsport 4–ის რელიზის შესახებ განაცხადა. თამაში, რომელიც მხოლოდ Xbox 360–სთვის იქმნება, 11 ოქტომბერს ა.შ.შ–სა და კანადაში, 14 ოქტომბერს ევროპაში და 20 ოქტომბერს იაპონიაში გამოვა. Turn 10 Studios–ის დეველოპერები სიახლეს «რეალურ სარბოლო სიმულატორს» უწოდებენ, რომელიც Gran Turismo–ს PS3–სერიის უმთავრესი კონკურენტი გახდება. რატომაც არა? ენას ხომ ძვალი არა აქვს… ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივი რბოლა, რომელიც გვახსენებს […]
