Ubuntu Edge კამპანია კრახით დასრულდა
Ubuntu Edge-ის დაფინანსების კამპანიამ, რომელიც Indiegogo-ზე მიმდინარეობდა ვერ შეძლო დათქმული 32 მილიონი დოლარის შეგროვება. პროექტი, რომელიც მოწოდებული იყო გამოეშვა მაღალი ხარისხის ორი ოპერაციული სისტემით აღჭურვილი სმარტფონი მხოლოდ 40%-ით დაფინანსდა. როგორც ქრაუდფანდინგის საიტის წესები ითვალისწინებს შეგროვილი თანხა კლიენტებს უკან დაუბრუნდებათ. 30 დღიანი პერიოდის განმავლობაში პროექტმა დაფინანსება მიიღო 27,000 გულშემატკივრისგან და შეძლო 80 ათასი დოლარის შეკვეთა მიეღო […]
Canonical ცდილობს Ubuntu Edge-ის გადარჩენას
პირველი უბუნტუფონის წარმოებისთვის განკუთვნილი თანხის შეგროვება საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს და მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა Linux კომპანიამ გადაწყვიტა ყურადღების კონცეტრაცია მოეხდინა მის ჯერ კიდევ არ დაბადებული სმარტფონისკენ ყველაზე ტრადიციული მეთოდით: საგრძნობლად შეამცირა მისი ფასი. ჩვენ კი გავაგრძელოთ ყველაზე უნიკალურ მცდელობას გაუწიოს კონკურენცია Android-ისა და iOS-ის დომინირებას სმარტფონების ბაზარზე.
Ubuntu Edge ოფიციალურად დაანონსდა და მის შესაქმნელად 32 მლნ. არის საჭირო
კომპანია Canonical-მა რამდენიმე საათის წინ წარმოადგინა თავისი ახალი სმარტფონი Ubuntu Edge, რომელიც მისი შემქმნელების სიტყვებით ზოგიერთ საკითხში ინოვაციებსაც გვთავაზობს მოვბილური ინდუსტრიისთვის. და აი სიურპრიზი, ჩანაფიქრის განსახორციელებლად და სუპერსმარტფონის გამოსაშვებად, რომელიც გააერთიანებს მობილური სმარტფონისა და სამაგიდო კომპიუტერის შესაძლებლობებს, კომპანია 32 მილიონი სჭირდება. საიდან მოიტანოს მან ეს ფული? რა თქმა უნდა ენთუზისატებისგან მიიღოს დაფინანსების სახით.
Canonical-მა ახალი სმარტფონის სახელი Ubuntu Edge დაარეგისტრირა
დღეისათვის მობილური მოწყობილობების საოპერაციო სისტემების ბაზარი უმთავრესად ორი ლიდერის სახით არის წარმოდგენილი: iOS და Android. Windows Phone-მა მხოლოდ მოკრძალებული წილის ათვისება შეძლო. ჰორიზონტზე უკვე ახალი პლატფორმებიც გამოჩნდა, როგორიცაა Firefox OS და Ubuntu Touch. 2013 წლის იანვარში კომპანიამ Canonical-მა გამოაცხადა თავისი ლინუქსი, როგორც მობილური მოწყობილობის მობილური პლატფორმა. უკვე ნახევარი წელი გავიდა და ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ […]
