გადაღებულია მასიური ვარსკვლავების სიკვდილის კვალი

ჩილეს ობსერვატორია ლა-სილას ტელესკოპმა დააფიქსირა მასიური ვარსკვლავების დაღუპვის კვალი NGC 3582-ის არეალში. ეს ადგილი მდებარეობს კარინას თანავარსკვლავედში და შედის ირმის ნახტომის დიდი ვარსკვლავთწარმოქმნის არეალში, რომელიც აღინიშნება ასე RCW 57. NGC 3582 ჯერ კიდევ 1834 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ გერშელმა აღმოაჩინა. ზოგიერთი ვარსკვლავები, რომლებიც NGC 3582-ში იბადებიან, მასით გაცილებით აღემატებიან მზისას, სწრაფად ევოლუციონირებენ და ასრულებენ არსებობას ზეახალის აფეთქებით. სწორედ ამ კატასტროფული […]
NASA-ის აპარატმა New Horizons ურანის ორბიტა გადალახა

კოსმოსურმა აპარატმა “New Horizons“, რომელიც პლუტონისაკენ მიემართება, გადაკვეთა ურანის ორბიტა. აპარატს არცერთი სურათი არ გადაუღია, რადგან ის გაზის გიგანტისგან 3,8 მლრდ კილომეტრ მანძილზე იმყოფება ( და დაახლოებით 3 მლრდ კილომეტრზე დედამიწისგან). New Horizons-ი იმყოფება მოლოდინის რეჟიმში. ამის მიუხედავად NASA-ში თვლიან, რომ მიღწეულია მნიშვნელოვან ნიშნულამდე. აპარატმა სტარტი 2006 წლის 19 ივნისს აიღო და გზის ნახევარი უკვე გაიარა. […]
ასტროფიზიკოსებს წითელი გიგანტის ბირთვის შესწავლის საშუალება მიეცათ

კოსმოსურმა ტელესკოპმა “კეპლერ” მეცნიერებს მისცა წითელი გიგანტის ცენტრალური ნაწილის შესწავლის საშუალება. როგორც წინა სიახლეებიდან უკვე გითხარით “კეპლერი” არა მხოლოდ ეგზოპლანეტების ძებნაზეა ორიენტირებული, ის ასევე ასტროსეისმოლოგიურ მოვლენებს აკვირდება. აღნიშნული მეთოდები ხაზს უსმევს მის კავშირს ტრადიციულ სეისმოლოგიასთან. ვარსკვლავის ტალღების გავრცელება იწვევს მისი სიმკვეთრის პერიოდულ ცვალებადობას, სწორედ მას აფიქსირებს ტელესკოპი. ტალღების სხვადასხვა სახეობები აღწევენ სხვადასხვა სიღრმეში, საბოლოოდ აღწევენ გარკვეულ […]
2015 წელს ორბიტაზე გამოჩნდება პირველი ბენზინ გასამართი სადგური თანამგზავრებისათვის

უახლოეს ხუთ წელიწადში კანადური კომპანია MacDonald, Dettwiler and Associates (MDA) აპირებს უპილოტო ხომალდი Infrastructure Servicing (SIS). ის აღჭურვილი იქნება საწვავის ავზებით და მექანიკური მანიპულატორებით, ჩასაჭიდებლად და თანამგზავრის პირველადი შეკეთებისათვის. ამას გარდა მას რათქმაუნდა ექნება მანევრირების საშუალება. SIS იქნება გეოსინქრონულ ორბიტაზე დაახლოებით 36 ათას კილომეტრ სიმაღლეზე, სადაც მდებარეობს კოსმოსური აპარატების უმრავლესობა. პროექტის მიზანი ასევე არის კოსმოსურ ნაგავთან ბრძოლა: გამართული […]
ტელესკოპმა WISE-მ გადაიღო ვარსკვლავების წარმოქმნის ადგილების საოცარი ფოტოები

გაწელილი მკვრივი გაზების და მტვრის გროვა განლაგებულია სურათის ცენტრში. მსგავსი კოლონები გამოსახულია ძალიან ცნობილ ფოტოზე “Eagle Nebula“, რომელიც გადაღებულია “ჰაბლ”-ის მიერ (იხ. სურათი ქვემოთ). მართალია WISE-ის ფოტოზე გამოსახული კოლონები იმდენად შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ თავისი რეალური ზომით ის ჰაბლის სურათზე გამოსახული კოლონების ზომას ნამდვილად არ ჩამოუვარდება: ყველაზე მასიურის ზომა, რომელიც მარჯვენა მხარესაა გამოსახული შეადგენს შვიდ სინათლის […]
გადაღებულია მთვარის პირველი გამოქვაბული
მაღალი გარჩევადობის სურათებმა დაამტკიცეს მთვარეზე როგორც მინიმუმ ერთი მიწისქვეშა გამოქვაბულის არსებობა. გამოსახულებები, მიღებული აპარატ Lunar Reconnaissance Orbiter-ის კამერის მეშვეობით, მოწმობენ: რომ ადრე რაც ხვრელად ჩანდა მარუას გორაკში, სინამდვილეში წარმოადგენს ლავის მილში შესასვლელს. ანალოგიური წარმონაქმნები დედამიწაზეც გვხვდება. 65 მეტრის სისქის ხვრელი აღმოაჩინეს 2009 წელს. მას შემდეგ ორბიტალურმა კამერამ მას გადაუღო ოთხჯერ სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა განათებით. საბოლოოდ […]
პატარა ზომის თანამგზავრები კოსმონავტიკას უფრო ხელმისაწვდომს ხდიან

ტექნოლოგია CubeSat სულ იფრო მეტად ვრცელდება. კვლევითმა ორგანიზაციებმა და მცირე კერძო კომპანიებმა მიიღეს შედარებით იაფი მეთოდი კოსმოსური სივრცის შესასწავლად, “ნანოთანამგზავრის” დეტალების შეძენა მაღაზიაშია შესაძლებელი. CubeSat-ის იდეა შემოთავაზებული იქნა 2000 წელს. ის წარმოადგინეს ინჟინერებმა ბობ ტვიგსმა და ჯორჯ პიუგ-სუარიმ. მოწყობილობა წარმოადგენს კუბს, მისი სიგანეა 10სმ, იწონის არაუმეტეს 1,33კგ-ისა და გავსებულია საკვლევი ელექტრონიკით — ძირითადად მზა IT-პროდუქტებით. […]
მიღებულია მზის პირველი სამგანზომილებიანი სურათები

ნივთიერების კორონალური გამოტყორცნა და მზის ტალღა. გადაღებულია STeReO-ს ერთ-ერთი აპარატის მიერ 2011 13 იანვარს. ორმა ამერიკულმა კოსმოსურმა ზონდმა მზეს ორი მხრიდან მოუარეს დაიკავეს პოზიცია, რომლიდანაც დაიწყეს დედამიწაზე მზის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა. აპარატები STeReO (Solar Terrestrial Relations Observatory) გაუშვეს 2006 წელს. მათი ტრაექტორიები ერთმანეთს თანდათან ცილდებოდა: ერთი წინ მიდიოდა მეორე კი ჩამორჩებოდა. მზის საპირისპირო მხარეებზე მათ […]
ტელესკოპმა “კეპლერი” აღმოაჩინა სისტემა ექვსი ეგზოპლანეტით

NASA-ის კოსმოსურმა ობსერვატორია “კეპლერ“-მა აღმოაჩინა სისტემა ექვსი ეგზოპლანეტით, რომლებიც ბრუნავენ ვარსკვლავ Kepler-11-ის გარშემო. ახალი პლანეტარული სისტემა NASA-ს ტანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მოწვეული იქნა მონაცემების პუბლიკაციისათვის, რომელიც ტელესკოპმა შეაგროვა 2009 წლის 12 მაისიდან 17 სექტემბრამდე. შეგახსენებთ, რომ “კეპლერი” ორიენტირებულია ტრანზიტული მეთოდით ეგზოპლანეტების ძებნისკენ ( ვარსკვლავების ნათების შემცირებით იმ მომენტში, როდესაც რაღაც ობიექტი გაივლის მათ ფონზე). ობსერვატორიის […]
ნაპოვნია კიდევ ერთი კანდიდატი, ყველაზე დაშორებული გალაქტიკის როლზე

მეცნიერებმა ამერიკიდან, ჰოლანდიიდან და შვეიცარიიდან მოძებნეს გალაქტიკა, რომელიც, შესაძლოა იმყოფება 13,2 მლრდ სინათლის წელიწადის მანძილზე დედამიწიდან. ახალი ობიექტი, რომელიც აღნიშნეს როგორც UDFj-39546284, გამოჩნდა Fornax-ის თანავარსკვლავედში, სურათი გადაიღებულია ტელესკოპ “ჰაბლ”-ის კამერა WFC3-ით. სწორედ ამ მონაცემების ანალიზისას აღმოაჩინეს ასტრონომებმა UDFy-38135539, რომლის წითელი გადანაცვლების შეფასებაც (z = 8,6) დადასტურდა სპექტროსკოპიული მეთოდებით. ეხლა UDFy-38135539 ითვლება ყველაზე მოშორებულად ყველა სხვა […]
