დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაში გადამწყვეტი როლი მაღალმა ტემპერატურამ ითამაშა

გრძელდება დავა იმის შესახებ, თუ როგორ გარემოში დაიწყო სიცოცხლის ევოლუცია — ცივში თუ ცხელში და საკმარისი იყო თუ არა დრო იმისათვის რომ განვითარებით დღევანდელ დონემდე მოსულიყო ადამიანი. ჩაპელ-ჰილში სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევებით ირკვევა, რომ თუ ევოლუცია მიმდინარეობდა თბილ გარემოში მაშინ დრო საკმარისზე მეტიც კი იქნებოდა. ქიმიური რეაქციის დაწყებისთვის, რომლებიც აუცილებელია ადამიანის […]
იაპონურმა ზონდმა “აკაცუკიმ” ვენერამდე მიაღწია

იაპონურმა ორბიტალურმა ზონდმა “აკაცუკიმ” (“განთიადი”) დღეს მიაღწია ვენერამდე და მზადაა ჩვენი მეზობლის ორწლიანი შესწავლისათვის. ეს პირველი იაპონური აპარატია, რომელიც სხვა პლანეტის ორბიტაზე გავიდა. 1998 წელს იაპონიამ სცადა მარსზე ზონდ “ნოსომის” (“იმედი”) გაგზავნა, მაგრამ ეს ცდა წარუმატებლად დამთავრდა. ზონდი “აკაცუკი” გაუშვეს 20 მაისს, მისი მისიაა ვენერას ვულკანური აქტივობის მონიტორინგი და კლიმატურ მონაცემებზე ცნობების შეგროვება. ზონდმა ასევე […]
პირველად ჩატარდა “სუპერდედამიწის” ატმოსფეროს ანალიზი

ასტრონომებმა ამერიკიდან და გერმანიიდან პირველად წარმოადგინეს ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი “სუპერდედამიწის” ანუ პლანეტა GJ 1214b-ის ატმოსფეროს გამოკვლევის შდეგები. “სუპერდედამიწების” კატეგორიაში შედიან ეგზოპლანეტები რომელთა მასაც შეადგენს დედამიწის მეათედს. პლანეტა GJ 1214b-ის არსებობა დადასტურდა დაახლოებით ერთი წლის წინ, მისი მასა დედამიწისას აღემატება 6,5-ჯერ. მისი რადიუსი კი ფასდება როგორც დედამიწის 2,6. წითელი ჯუჯა GJ 1214, მდებარეობს “გველისმჭერის” თანავარსკვლავედში, […]
Virgin Galactic კოსმოსში ტურისტულ ფრენებს დაიწყებს შემდეგი წლიდან

კომპანია Virgin Galactic, რომელიც ეკუთვნის ბრიტანელ მილიარდერს რიჩარდ ბრენსონს, შემდეგი წლის ბოლოსკენ კოსმოსში აპირებს პირველი ტურისტული გაფრენის განხორციელებას. როგორც უკვე არაერთხელ გვაცნობეს, ფრენები შედგება ხომალდ SpaceShipTwo-თი, რომელიც თვითმფრინავ WhiteKnightTwo-ისგან გამოყოფის შემდეგ 15კმ სიმაღლეზე, შეძლებს დანიშნულების ადგილამდე 6 მგზავრის და ორი ეკიპაჟის წევრის გადაყვანას. რამდენიმე წუთის განმავლობაში ტურისტები იქნებიან უწონადობის მდგომარეობაში და შეძლებეენ კოსმოსიდან დედამიწის დაკვირვებას. […]
მრგვალი ვარსკვლავური გროვების წარმოქმნისათვის ბნელი მატერია საჭირო არ არის

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის და პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ განხორციელებულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ მრგვალი ვარსკვლავების გროვების წარმოქმნა შეიძლება მიმდინარეობდეს ბნელი მატერიის მონაწილეობის გარეშე. მოდელირებისას ავტორები იყენებდნენ NGC 2419-ის და MGC1-ის დაკვირვებისაგან მიღებულ მონაცემებს. პირველი მათგანი მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრიდან 30 000 სინათლის წელიწადის მანძილზე, ხოლო მეორე — 65 000 სინათლის წელიწადის მანძილზე მეზობელი გალაქტიკა ანდრომედადან. იქიდან […]
აღმოჩენილია ეგზოპლანეტა სხვა გალაქტიკიდან

გერმანელმა და ჰოლანდიელმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა ვარსკვლავ HIP 13044-თან, რომელიც არ არის ჩვენი გალაქტიკიდან “წარმოშობით”. მართალია HIP 13044 ეხლა ირმის ნახტომის საზღვრებშია, მაგრამ ის შედის იმ ვარსკვლავებთა ჯგუფში, რომელიც ეკუთვნოდა ჯუჯა გალაქტიკას და რომელიც შთანთქა ჩვენმა გალაქტიკა 6-9 მლრდ წლის წინ. მეცნიერებს რათქმაუნდა არ შეუძლიათ იმის გამორიცხვა, რომ მათ მიერ ნაპოვნი ობიექტი ჩამოყალიბდა სადმე სხვა […]
მეტეორული ნაკადების წარმოქმნის პრინციპი

მეტეორის ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში შემოდიან დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით დაახლოებით 130 კილომეტს სიმაღლეზე და პრაქტიკულად წამიერად იწვებიან, და ტოვებენ მკვეთრ კვალს. ზოგიერთი მეტად მკვეთრი ნათება გრძელდება რამოდენიმე წამი. მეტეორული წვიმის დანახვას არანაირი ასტრონომიული მოწყობილობა არ ჭირდება ასე რომ ღამით ამ სანახაობით დატკბობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისი დანახვა შესაძლებელი იყო აგვისტოში, ისინი იყვნენ სვიფტის კომეტის “კვალი”. […]
კოსმიურმა აპარატმა “ჰაიაბუსამ” ჩამოიტანა არადედამიწისეული წარმოშობის ნაწილაკები

აეროკოსმიური კვლევების იაპონურმა სააგენტომ (JAXA) გააკეთა განცხადება, რომ აპარატ “ჰაიაბუსას” კაფსულაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა დედამიწაზე, აღმოაჩინეს არადედამიწული წარმოშობის მტვრის ნაწილაკები. ზონდს, რომელსაც უნდა შეეგროვებინა ასტეროიდ 25143იოტოკავას ნივთიერებები გაუშვეს 2003 წელს. “ჰაიაბუსას” მისია წარუმატებლად მიმდინარეობდა: მისი ძრავი და მზის პანელები ცუდად მუშაობდა, ხოლო სპეციალური მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, რომელიც წარმოადგენდა სინჯების აღების მექანიზმს მეცნიერებს უკვე […]
ზონდმა Deep Impact სურათი გადაუღო კომეტა 103P/ჰარტლის ბირთვს

NASA-ის კოსმიურმა აპარატმა Deep Impact-მა გადაუღო კომეტა 103P/ჰარტლის ბირთვს. 4 ნოემბერს თბილისის დროით 19 საათზე ზონდმა, როგორც იგეგმებოდა მიუახლოვდა 103P/ჰარტლის 700კმ მანძილზე. ამ მომენტისათვის Deep Impact და კომეტის ბირთვი ერთმანეთი მიმართ მოძრაობდნენ სიჩქარით 12,3 კმ/წ. უკვე ნახევარ საათში დედამიწაზე, რომელისგანაც დაშორებული იყო 37მლნ კმ-თი, მოვიდა პირველი სურათები. აღმოჩნდა, რომ ბირთვი მოგვაგონებს მიწის თხილს და აქვს […]
წარმოდგენილია დედამიწის ტიპის ეგზოპლანეტების ძებნის ორიგინალური მეთოდიკა

ამერიკელმა ასტრონომებმა იპოვეს პლანეტების ფერების ინფორმაციის მიხედვით პოვნის მეთოდი. სპეციალისტებისათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი პლანეტა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ფერად განზომილებაში. ამას ორი მიზეზი აქვს: მზის გამოსხივების ატმოსფეროში რელისებური გაბრწყინება, რითიც ცის, ლურჯი შეფერილობა და ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმის დაბალი დონე იხსნება. თუ დედამიწას შევადარებთ გაზის გიგანტებს, აღმოჩნდება, რომ მის ატმოსფეროში ცოტაა ინფრაწითელი გამოსხივების მშთანთქავი გაზი […]
