2013 წლის კომერციული კოსმოსური პროექტები
მინდა მოკლედ მოგითხროთ იმის შესახებ თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული 2013 წლის განმავლობაში კოსმოსის ათვისების მიმართულებით. რადგანაც ეს სფერო ახლა საკმაოდ აქტიურად ვითარდება ყველა მომავალი მოვლენის ერთ სტატიაში განთავსება გამიჭიდება, ამიტომაც ახლა მხოლოდ კერძო (არასამთავრობო) კომპანიებს შევეხები მხოლოდ, რომლებიც კოსმოსით არიან დაკავებულები.
შეამოწმეს კოსმოსური ხომალდი Virgin Galactic-ის დაშვების მექანიზმი

პირველი კერძო აპარატი რომელიც განკუთვნილია სუბორბიტალური სივრცისათვის, წარმატებით დაატესტირა ფრთების მდგომარეობის ცვლილებები, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ატმოსფეროში შემოსვლა. Virgin Galactic-ის დამფუძნებელი სერ რიჩარდ ბრენსინი კმაყოფილია ხომალდ SpaceShipTwo (SS2)-ის სრულყოფილი ფრენებისათვის მოსამზადებელი პერიოდით: სიმაღლის დაკლება აპარატს უკვე შეუძლია. ამისათვის ის წევს კუდის მხარეს 65 გრადუსით. ასეთი კონფიგურაცია მას აძლევს თითქმის ვერტიკალურად დაშვების საშუალებას, და ამასთანავე ინარჩუნებს დაბალ სისწრაფეს […]
