VMware’s WSX გვპირდება დესკტოპის ვირტუალიზაციას HTML5 ბრაუზერში

ეს პროდუქტი ჯერ არ არის ბაზარზე გამოსვლისთვის მზად, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ მალე გვექნება დესკტოპის სხვა მოწყობილობებზე ვირტუალიზაციის კიდევ ერთი საშუალება. WSX არის HTML5–ზე აგებული პროგრამების კრებული რომელიც არ იყენებს სპეციფიურ მოდულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო იქნება მხოლოდ ბრაუზერი, რომელშიც მარტივად შევძლებთ Windows-ის ან სხვა ოპ. სისტემის გაშვებას შესაბამის მოწყობილობაზე.