Google მოუწოდებს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს VP9 კოდეკზე გადასვლა

კომპიუტერულმა ინდუსტრიამ ჯერ ვერც მოასწრო VP8 კოდეკის ათვისება, როცა Google ახალ VP9 კოდეკზე გადასვლას მოუწოდებს დეველოპერებს და კომპანიებს. YouTube-ზე გაიხსნა არხი სადაც VP9 კოდეკით შეკუმშული ვიდეო რგოლებია განთავსებული. ამ ვიდეოების სანახავად საჭიროა Chrome 28 Dev და პარამეტრებში შესაბამისი ალამის მოხსნა.

Apple vs Google – VP8 (სტივ ჯობსის პოზიცია)

სტივ ჯობსმა კრიტიკული პასუხი გასცა წერილზე სადაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა VP8 კოდეკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მან გაიმეორა x264 კოდეკის დეველოპერის ჯეისონ გარეტ-გლასერის პოზიცია, რომ ახალი სპეციფიკაცია არის სუსტი, დაუსრულებელი და გაუგებარი პატენტებით დატვირთული. გაცნობებთ, რომ x264 არის პროექტი ღია პროგრამული კოდით და ემსახურება H.264 – თან თავსებადი ვიდეოს კოდირებას. გლასერი ამბობს რომ, x264 პროექტი არის მოწოდებული […]

Google I/O: კოდეკი VP8

Google-მა გახსნა VP8 კოდეკის პროგრამული კოდი და გვთავაზობს მის გამოყენებას HTML5-ში ვიდეოს გასაშვებად. VP8 არის On2-ს პროდუქტი, რომელიც Google-მა იყიდა 2010 წლის იანვარში 134 მლნ. დოლარად. Google-ის კოდეკი მხარდაჭერილ იქნა Opera, Mozilla Foundation და Microsoft-ის მიერ. ჯერ-ჯერობით არ არის რეაგირება Apple-ისა და Nokia-ს მხრიდან. მოკლედ ბრაუზერებში განთავსებული კოდეკების გარშემო ატეხილი დავა დიდი ხანია რაც HTML5 […]