ტექნოლოგია: Intel WiDi
კორპორაცია Intel-მა ფორუმზე IDF 2011 (13-15 სექტემბერი; სან-ფრანცისკო, კალიფორნია, ა.შ.შ.) ფართო საზოგადოებას წარუდგინა გეგმები Wireless Display-ს მომავალი განვითარების შესახებ. Wireless Display საშუალებას გვაძლევს გადავცეთ გამოსახულება კომპიუტერიდან მაღალი გარჩევადობის ტელევიზორის ეკრანზე კაბელების გარეშე, ამისათვის აუცილებელია სპეციალური სატელევიზიო მიმღები. თავიდანვე WiDi მუშავდებოდა ნოუთბუქებისათვის Core 2 პროცესორებით და Centrino Wi-Fi ადაპტერებით.
