90-იანი წლების PC თამაშები Android-ზე გაცოცხლდება

Android-ზე უამრავი პროგრამა არსებობს, რომლის საშუალებითაც შეიძლება DOS პროგრამების დიდი რაოდენობის გაშვება. ასევე არის Sega/Dendy და სხვა ძველი სათამაშო კონსოლების ემულატორებიც, რომელთა შესახებაც მომავალში დაწვრილებთი ვისაუბრებთ. მსგავსი პროგრამების კოლექცია ახლა უკვე Winulator-მა შეავსო, რომელიც 90-იანი წლების თამაშებს გაუშვებს Android სმარტფონებსა და პლანშეტებზე.