Samsung ანახლებს 15,6-დიუმიან ნოუთბუქს Chronos-ს

კომპანია Samsung-მა 15,6-დიუმიანი პორტატული კომპიუტერი Chronos გადაიყვანა Intel-ის ახალი თაობის აპარატულ პლატფორმაზე Ivy Bridge-ზე. ნოუთბუქი NP700Z5CH მიიღებს 22-ნანომეტრიან პროცესორს Core i7-3615QM-ს ოთხი 2,3-გიგაჰერციანი გამომთვლელი ბირთვით (3,3 გჰც-მდე ტურბო-რეჟიმში) და გრაფიკულ კონტროლერს HD Graphics 4000 DirectX 11-ის მხარდაჭერით. სტანდარტული კონფიგურაციით ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა არის 1 ტბ. დისპლეი SuperBright-ს გააჩნია 1600×900 წერტილი გარჩევადობა […]
Google-ის მონაცემთა ქსელური საცავი, Google Drive

კომპანია Google-მა განაცხადა, ონლაინ სერვისის, Google Drive-ის გამოშვების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, უფასო ქსელურ საცავს სთავაზობს, ინტერნეტ სერვერებზე. ახალი სერვისის გამოყენება შესაძლებელია, Windows-ის და Mac OS X -ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე, პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, ასევე Android სმარტფონების გამოყენებით (ახლო მომავალში იგეგმება iOS მხარდაჭერა). შენახულ ფაილებთან წვდომა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადგილიდან. Google მომხმარებლებს სთავაზoბს 5გბ უფასო სივრცეს. […]
BlueStacks App Player ბეტა სტადიაში გადავიდა, უკვე შეუძლია ARM-თვის დაწერილი Android პროგრამების გაშვება Windows-ზე
როგორც იქნა ალფა სტადიიდან ბეტაში გადავიდა BlueStack App Player. ამ პროგრამას შეუძლია 450 ათასზე მეტი Android პროგრამების გაშვება Windows XP და Windows 7-ზე. პროგრამის უმთავრესი კომპონენტია LayerCake რომელიც საშუალებას იძლება x86 მანქანებზე გავუშვათ ARM აპლიკაციები აპარატული გრაფიკული აჩქარების ჩათვლით. პროგრამის ინტერფეისი უკვე 10 ენაზეა და რა თქმა უნდა აქვს პირდაპირი წვდომა პროგრამების ბაზარზე. მოკლედ უკვე […]
eviGroup SmartPaddle: Windows-პლანშეტი Intel-ის პლატფორმაზე

ფრანგულმა კომპანიამ eviGroup-მა დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი SmartPaddle 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით. ის არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ერთბირთვიან პროცესორს Atom N455-ს ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს; ასევე შემოთავაზებულია 32 გბ-ანი SSD-ს ან 120 გბ-ანი HDD-ის დაყენება. ეკრანის გარჩევადობა — 1024×60 წერტილი. პლანშეტს გააჩნია უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 2.1 ადაპტერები, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, სტერეოფონური დინამიკები, […]
Windows 7-ის წილი უკვე XP-ზე მეტია
10 წლიანი ლიდერობის შემდეგ მთელს მსოფლიოში Windows XP ადგილს უთმობს Microsoft-ის ბოლო ოპ. სისტემას Windwos 7. StatCounter-ის სტატისტიკის მიხედვით გასულ სქტემბერს Windows XP-ის წილმა 39,97% შეადგინა, ხოლო Windows 7-მა მიიღო 41,74% რითაც გაიმარჯვა.
Windows 8 Developer Preview

გუშინ მაიკროსოფტმა კონფერენციაზე Build ანაჰაიმში (ა.შ.შ./კალიფორნია), წარმოადგინა Windows 8. მისი მთავარი პლიუსი ის არის რომ აქრობს განსხვავებას პლანშეტებს, ნოუთბუქებსა და სამაგიდო კომპიუტერებს შორის, რომ არის მსუბუქი და მუშაობს სენსორულ ეკრანებთან და კლავიატურებთან. Windows 8 მოიცავს ახალ ინტერფეისს Metro, იტვირთება გაცილებით სწრაფად (8 წამზე ნაკლებ დროში), აქვს ახალი მაღაზია პროგრამული უზრუნველყოფისათვის, პროგრამებს შროის კავშირი, აქვს ARM […]
IFA 2011: პლანშეტი Samsung Series 7 Slate PC 11,6-დიუმიანი დისპლეით

კომპანია Samsung-მა IFA 2011-ის გამოფენაზე, დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი Series 7 Slate PC Intel-ის პლატფორმაზე. სიახლეს შესაძლებელია ჰქონდეს მეორე თაობის Core პროცესორი (Core i5-2467M მოდელამდე ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც) ან ორბირთვიანი ჩიპი Pentium. ოპერაციული სისტემა — Windows 7 (64-ბიტიანი ვერსია). პლანშეტს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკი მოცულობით 32 ან 64 გბ. სენსორული დისპლეის ზომა, შესრულებულია მოცულობითი […]
IFA 2011: ViewSonic-მა წარმოადგინა პლანშეტები Android-ით და Windows-ით

ბერლინში IFA 2011-ის გამოფენაზე, კომპანია ViewSonic-მა წარმოადგინა ერთდროულად სამი პლანშეტი ViewPad 7x, 10pro და 7e. ფლაგმანური მინი-კომპიუტერი ViewPad 10pro აღჭურვილია 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით, რომელსაც აქვს «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა. გაჯეტი შესრულებულია Intel Oak Trail-ის პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს Atom პროცესორს ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერით და chipset-ით SM35 Express. პლანშეტის განსაკუთრებულობაა ორი ოპერაციული სისტემა: მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ Windows 7 Professional ან Android […]
Acer Aspire Z5801 და Z3801: მონობლოკები Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე

კომპანია Acer-მა წარმოადგინა, «ყველაფერი ერთში» კლასის სამაგიდო კომპიუტერები, Aspire Z5801 და Z3801, 24- და 21,5-დიუმიანი დისპლეებით შესაბამისად. მონობლოკები შესრულებულია Intel Sandy Bridge პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს მეორე თაობის Core პროცეოსრს. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა — 2 ტბ-მდე. შესაძლებელია DVD-რექორდერის ან ოპტიკური Blu-ray-მიმღების დაყენება. ორივე შემთხევაში, ეკრანების გარჩევადობა არის 1920×1080 პიქსელი (ფორმატი Full […]
Microsoft–მა გახსნა ბლოგი — «Windows 8–ის შექმნა»

სტივენ სინოფსკი (Microsoft–ის ფოტო). კორპორაცია Microsoft–მა გახსნა ბლოგი სახელწოდებით «Windows 8–ის შექმნა», სადაც, როგორც დაგეგმილია, რეგულარულად განთავსდება ინფორმაცია OS-ის დამუშავების შესახებ. პირველი პოსტი გამოაქვეყნა Microsoft–ის პლატფორმა Windows–ის განყოფილების პრეზიდენტმა, სტივენ სინოფსკიმ. მისი თქმით, ახალი ოპერაციული სისტემა იქნება საუკეთესო პლატფორმა ძველი თუ უახლესი გამომთვლელი მანქანებისათვის. Microsoft–ში კი აცხადებენ, რომ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი OS კომპანიის არსებობის ისტორიაში. სინოფსკიმ ასევე აღნიშნა, რომ Windows […]
