მიმდინარე კვირის განახლებები

Android: ოფიციალური განახლებები HTC Thunderbolt – განახლდა Android Gingerbread ვერსიამდე Gingerbread განახლება მიმდინარეობს Motorola Droid Pro და Droid 2 Global-ზე. Sony Ericsson-მა განაცხადა Android 2.3.4-ის გამოსვლა 2011 Xperia მოდელებისათვის მთელს მსოფლიოში. დამატებებიდან აღსანიშნავია 16x ვიდეო ზუმი, WiFi DLNA, ეკრანის ანაბეჭდები, USB პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა Sony Ericsson LiveDock სადგურისთვის და მრავალი სხვა. Android: არაოფიციალური განახლებები, მომხმარებლის ROMs-ები. […]
Nokia წყვეტს Symbian-სმარტფონების გაყიდვას

Nokia–ს ჩრდილო ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელი, კრის ვებერი (All Things Digital–ის ფოტო). Nokia წყვეტს Symbian–მოწყობილობების გაყიდვას ა.შ.შ–სა და კანადის ბაზარზე. ამის შესახებ, Nokia–ს ჩრდილო ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელის, კრის ვებერის (Chris Weber) განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყებიან «სანდო ვებ–რესურსები». მისი თქმით, კომპანია Symbian–სმარტფონებისა და S40–პლატფორის მქონე აპარატების მიწოდების შეწყვეტას გეგმავს. ამასთან დასძინა, რომ ჩრდილო ამერიკული ბაზარი კომპანიისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ ბაზრად რჩება: ამ ნაწილისთვის დაგეგმილია Windows Phone 7–ის […]
სმარტფონების ბაზრის მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, 74%–ით გაიზარდა

Felix Wirth / Corbis–ის ფოტო. ანალიტიკურმა კომპანია Gartner, 2011 წლის მეორე კვარტლის, ფიჭური აპარატების მსოფლიო ბაზრის საერთო მოცულობა შეაფასა. სამი თვის განმავლობაში ბაზარს 428,7 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი მიეწოდა, რაც 2010 წლის მეორე მეოთხედთან შედარებით 16,5%–ით მეტია, როცა გაყიდვების მოცულობა 368 მლნ ერთეულს შეადგენდა. ფინური ვენდორის, Nokia–ს წილი, რომელიც ლიდერობას ჯერჯერობით არავის უთმობს, ერთი წლის განმავლობაში 30,3–დან 22,8%–მდე შემცირდა. […]
გამოკითხვა: რომელ მობილურ პლატფორმას იყენებთ?

ჩვენს საიტზე დამთავრდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გამოგვევლინა თუ რომელ მობილურ პლატფორმას იყენებენ ჩვენი საიტის მკითხველები. გამოკითხვის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ სმარტფონების ბაზარზე Android პლატფორმა ლიდერობს. ამერიკისგან გასსხვავებით სადაც Apple-ის iOS პლატფორმაა პირველ ადგილზე, ჩვენს მომხმარებლებს შორის ის მეორე ადგილზეა. მესამე ადგილზე გავიდა უკვე მოძველებული მაგრამ მაინც პოპულარული Nokia-ს Symbian პლატფორმა. მეოთხე ადგილზე გავიდა Windows Phone 7 […]
2011 წელს HTC–მა, შესაძლოა, 40 მილიონი სმარტფონის რეალიზება მოახერხოს

HTC–ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, პიტერ ჩოუ (Stephen Shankland / CNET–ის ფოტო). HTC-ის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ ჩოუმ, Qualcomm Uplinq–ის კონფერენციაზე გამოსვლისას (სან–დიეგო, კალიფორნია, ა.შ.შ), სმარტფონების ბაზარზე, კომპანიის წარმატებების შესახებ ისაუბრა. ჩოუს სიტყვებით, HTC ერთ–ერთი უმსხვილესი Android-დეველოპერი გახდა, რომელიც მხოლოდ Google–ს ჩამორჩება. გარდა ამისა, Canalys–ის შეფასებით, გაყიდული «გუგლფონების» რაოდენობით, კომპანია ლიდერობას არავის არ უთმობს. НТС–ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში რეალიზებულმა […]
HTC ამზადებს სმარტფონს 12-მეგაპიქსელიანი კამერით

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია HTC წარმოადგენს ახალ კომუნიკატორს Windows Phone 7-ის პროგრამულ პლატფორმაზე. სმარტფონი მიიღებს 3,7-დიუმიან სენსორულ დისპელის და კამერას 12-მეგაპიქსელიანი მატრიცით, გაელვებით და RAW ფორმატში გადაღების შესაძლებლობით. ფორმფაქტორი — მონობლოკი. დამკვირვებლები, ვარაუდობენ, რომ აპარატში დაინსტალირებული იქნბა ოპერაციული სისტემა Windows Phone 7 Mango-ს განახლების პაკეტით. მის შემადგენლობაში შევა: «მულტიტასკინგის» მხარდაჭერა, ბრაუზერი Internet Explorer 9-ის ბაზაზე ვებ-გვერდების დარანდერების აპარატული […]
Windows 8

Windows 8–ის, სხვადასხვა ტიპის, ექსპერიმენტალური ინტერფეისი. ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ როგორი იქნება Microsoft–ის ახალი ოპერაციული სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ამ OS-ზე ოფიციალური ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, სხვადასხვა ინტერნეტ–რესურსებიდან თავი მოვუყარე რამდენიმე დეტალს, რომელიც Windows 8-ს ეხება. მოკლედ: ვებ–წყაროებმა, უკვე, დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება დამუშავების პროცესში მყოფ ოპერაციული სისტემის განსაკუთრებულობებზე. როგორც იუწყებიან, Windows 8–ში ინტეგრირებული იქნება დოკუმენტების PDF […]
Microsoft + Nokia + BlackBerry vs Google & Apple

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო). ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple. თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც, Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით? გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, […]
Dell 2011 წელს გამოუშვებს მინიმუმ ოთხ სმარტფონს!

ინტერნეტში გამოჩნდა საინტერესო დოკუმენტი, სადაც აღწერილია ამერიკული კომპანია Dell-ის გეგმები სმარტფონების გამოშვების შესახებ 2011 წლისთვის. აპრილში წარმოდგენილი იქნება მოდელი Venue Pro MLK, რომელიც არის «Dell Venue Pro-ს გაუმჯობესებული ვერსია». სავარაუდოდ, საუბარია არა ახალ მოდიფიკაციაზე, არამედ განახლებულ Windows Phone 7-ის ოპერაციულ სისტემაზე. სხვა სიტყვებით, Venue Pro MLK გაიყიდება განახლებული პროგრამული პლატფორმით. მესამე კვარტალის დასაწყისში Dell გეგმავს კიდევ ერთი WP7-სმარტფონის წარდგენას –– […]
ორი ირონიული დასასრული?

როგორც Engadget-ის ერთ-ერთი წამყვანი რედაქტორის Ross Rubin-ის სტატიაშია მოხსენიებული: თუ კარგად დავუკვირდებით შევამჩნევთ, რომ დღევანდელი მოვლენები მობილური ოპ. სისტემების და კომპანიების გარშემო საკმაოდ ირონიულ ელფერს ძენს. ყველაფერი კი PDA-დან (პერსონალური ინფორმაციული ასისტენტი) დაიწყო. კომპანია HP გახდა Palm-ის მესაფლავე და Nokia-მ გააკეთა ანონსი, რომ Symbian-ოპ სისტემა დარჩება, მაგრამ არა სმარტფონებისთვის – აქ უკვე Windows Phone 7 იქნება გამოყენებული. შეიძლება […]
