Windows 7-ის წილი უკვე XP-ზე მეტია

10 წლიანი ლიდერობის შემდეგ მთელს მსოფლიოში Windows XP ადგილს უთმობს Microsoft-ის ბოლო ოპ. სისტემას Windwos 7. StatCounter-ის სტატისტიკის მიხედვით გასულ სქტემბერს Windows XP-ის წილმა 39,97% შეადგინა, ხოლო Windows 7-მა მიიღო 41,74% რითაც გაიმარჯვა.

წელიწად ნახევარში Microsoft–მა Windows 7–ის 350 მლნ ლიცენზიის რეალიზება მოახერხა

სტივ ბალმერი წარადგენს Windows 7–ს (ნიუ–იორკი, ა.შ.შ, 2009 წლის 22 ოქტომბერი; Timothy A. Clary / AFP / Getty Images–ის ფოტო). Microsoft–ის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 პერსონალური კომპიუტერებისათვის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი პროგრამული პლატფორმა გახდა. Windows 7–ის დაანონსებიდან (2009 წლის ოქტომბერი) წელიწად ნახევარში 350 მლნ–ზე მეტი ლიცენზია გაიყიდა. შედარებისთვის: იგივე პერიოდში, Microsoft–მა 180 მლნ Windows Vista–ს ლიცენზიის რეალიზება მოახერხა და დაახლოებით 130 მლნ — Windows ХР–ის. […]