Android-მოწყობილობებმა შესაძლოა Windows აპლიკაციები გაუშვან

არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე Android სმარტფონების და პლანშეტების მფლობელებმა მიიღონ Windows-თვის შექმნილი აპლიკაციების გაშვების საშუალება. ამის შესაძლებლობა იქიდან გამომდინარეობს, რომ Wine-ის დეველოპერებმა უკვე დაიწყეს ამ პაკეტის ARM პროცესორებისთვის და Google-ის მობილური ოპ. სისტემისთვის ადაპტაცია.