განხორციელდა უპილოტო სამხედრო შატლის გაფრენა
ფლორიდაში (აშშ) განხორციელდა უპილოტო სამხედრო შატლის X-37B პირველი გაფრენა, რომელიც განკუთვნილია საიდუმლო სამხედრო დავალებების შესასრულებლად. ავტომატურმა საფრენმა აპარატმა სტარტი აიღო კანავერალის კონცხიდან რაკეტა «ატლას-5»-ზე წუხელ ადგილობრივი დროით 19:52-ზე. გაფრენა წარმატებით განხორციელდა. მინიატურული შატლის სიგრძეა 8,9 მ, ფრთების სიგანე — 4,5 მ. კოსმოსური აპარატი რამდენჯერმე დაიხვეწა დამუშავების რამდენიმე წლის განმავლობაში. ამერიკელმა სამხედროებმა შემოგვთავაზეს ბუნდოვანი ახსნა შატლის სამხედრო გამოყენების შესახებ: […]
