Ubuntu თავის საკუთარ Display Server-ს ამზადებს
Canonical-მა დღეს საჯაროდ დაადასტურა, რომ ისინი მუშაობენ საკუთარ კროს-პლატფორმულ ეკრანის სერვერზე Ubuntu საოპერაციო სისტემისათვის. მისი სახელია ‘Mir‘ და ის გახდება X Window Server-ის შემცვლელი იმისთვის, რომ გზა გაუხსნას ახალი თაობის Unity სამუშაო გარემოს. ასევე ცნობილი გახდა რომ Unity ხელახლა გადაიწერება Qt/QML ენაზე.
