თამაში L. A. Noire MotionScan-ტექნოლოგიის გამოყენებით მზადდება

Team Bondi-ის დეველოპერებმა საზოგადოებას კონსოლური დეტექტივის, L. A. Noire–ის შექმნის საიდუმლოებები გააცნეს. სტუდია Team Bondi–ის ხელმძღვანელმა, ასევე L. A. Noire–ის სცენარისტმა და პროექტის რეჟისორმა ბრენდან მაკნამარამ (Brendan McNamara) რესურს FastCompany–ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან თამაშის ვიზუალური მხარის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა. კაირკვა, რომ სათამაშო სცენების უმეტესობა სტუდია Depth Analysis–ის შვილობილის, MotionScan–ის  მეთოდიკით იქმნება. ეს ტექნოლოგია თამაშის პირდაპირი გადაღების საშუალებას იძლევა, ანუ […]

მოტოსიმულატორის, MotoGP 10/11–ის რელიზი 18 მარტს შედგება

კონსოლური — PlayStation 3–სა და Xbox 360–თვის — მოტოსიმულატორი MotoGP 10/11 გაყიდვაში 2011 წლის 18 მარტს გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა Capcom. თამაში ბრიტანულ სტუდიაში, Monumental Games–ში მუშავდება. სიახლეში შედის MotoGP–ის 2010 და 2011 წლის ყველა ლიცენზირებული მოტორბოლა. 2010 წლის მოვლენები გადმოწერისთანავე ხელმისაწვდომია, ხოლო 2011 წლის ახალი შეჯიბრებები გადმოსაწერი დამატებების სახით გამოჩნდება. სიმულატორში შედის ხუთი რეჟიმი: Championship, […]

Motorola ა.შ.შ-ში Xbox 360-ის გაყიდვების აკრძალვას ითხოვს

ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისია (ITC) Motorola-ს მიერ Microsoft-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გადახედვას დათანხმდა. საუბარია სათამაშო კონსოლის Xbox 360-ის მიერ არაკანონიერად გამოყენებულ მთელ რიგ დაპატენტებულ ტექნოლოგიებზე. კონკრეტილად: მონაცემების უკაბელო გადაცემა და ვიდეო მასალების დეკოდირება. «მოტოროლა» მარეგულირებლებისგან ძიების ჩატარებასა და შეერთებულ შტატებში «მაიკროსოფტის» კანონდამრღვევი პროდუქციის გაყიდვების აკრძალვას ითხოვს. საკუთარ გადაწყვეტილებას ITC მიმდინარე წლის დასაწყისში დააფიქსირებს. წყარო: Fudzilla

Capcom-მა დააანონსა კიდევ სამი თამაში

ექშენ Steel Battalion Heavy Armor-ის შემდეგ, გამომხემლობა Capcom-მა Tokyo Game Show 2010-ის ჩვენებაზე, რომელიც 16-დან 19 სექტემბრის ჩათვლით ტარდება იაპონიის დედაქალაქში, წარმოადგინა კიდევ სამი პროექტი. ცნობილი გახდა, რომ სტუდია Ninja Theory მუშაობს Devil May Cry-ის ექშენ-სერიის ახალ ნაწილზე. დღეისათვის თამაში ცნობილია სამუშაო სახელით DMC Devil May Cry. მასში არ არის სერიული ნომერი, რომელიც შემთხვევით არ მომხდარა. […]

Capcom-მა წარმოადგინა თავისი პირველი Kinect-პროექტი

გამომცემლობა Capcom-მა დააანონსა თამაში teel Battalion Heavy Armor. ეს მოხდა დღეს Tokyo Game Show 2010-ის (16–19 სექტემბერი, იაპონია) თამაშების ჩვენებაზე. ანონსი საყურადღებოა ყველა ასპექტში. პირველ რიგში, Steel Battalion Heavy Armor გახდება Capcom-ის პირველი თამაში, რომელშიც გამოიყენება MS-კონტროლერი Kinect. მეორე, ეს არის ლეგენდარული საბრძოლო რობოტების სიმულატორის Steel Battalion-ის სეკველი — Xbox კონსოლის დებიუტანტი (2002 წელი). ალბათ გახსოვთ, რომ […]

ვიდეო თამაშების ამერიკული ბაზარი ისევ «მინუსშია»

კომპანია NPD-მა წარმოადგინა ამერიკის ბაზარზე ვიდეო თამაშების კვლევის აგვისტოს შედეგები. გასულ თვეს ა.შ.შ-ს მცხოვრებლებმა კონსოლებში, პროგრამულ პროდუქტებსა და მსგავს აქსესუარებში დახარჯეს $818,9 მლნ. ეს მაჩვენებელი 10%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემთან შედარებით. გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ვიდეო თამაშების ინდუსტრიამ აჩვენა ყველაზე ცუდი აგვისტოს შედეგი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. წლიური გამოთვლებით კონსოლებზე მოთხოვნა დაეცა 5%-ით, ანუ $14,7 […]

Rock Band 3-ის რელიზი დანიშნულია ოქტომბერში

რითმ-არკადა Rock Band 3 გამოვა 2010 წლის ოქტომბერში, იტყობინებიან დეველოპერები Harmonix-დან. “მსოფლიო პრემიერა შედგება 26 ოქტომბერს”, — დააზუსტა გამომცემლობა MTV Games-მა.Electronic Arts-მა, რომელიც პროექტის დისტრიბუციაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა რომ მთლიანი ვერსია, ტომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი გამოვა 29 ოქტომბერს. პროექტი იქმნება Xbox 360, PS3, Nintendo Wii და DS-ისათვის. თამაშის შემქნელები PR განყოფილებასთან ერთად ერთ ხმაში აცხადებენ რომ […]

რა არის – Kinnect

მოკლედ, რომ ვთქვათ არავისთვის სიახლე არ იყო კოდური სახელწოდება “Project Natal” რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და შედგა როგორც Microsoft-ის Kinnect. მოკლედ ყველაფერი რაც მაიკროსოფტმა ჩადო ამ პროექტში შესანიშნავად გაკეთდა და ღირსეულად წარსდგა ახალი კონტროლერი ახალ კონსოლთან ერთად პუბლიკის წინაშე. Kinect მოიცავს მოძრაობის რამოდენიმე დეტექტორს, რომლის მეშვეობითაც აგებს საკმაოდ ზუსტსა და ადვილად დათვლად 3D ინფორმაციას ოთახის […]