Sony Ericsson Xperia მიიღებს Cyanogen მოდიფიკაციას
CyanogenMod-ის დეველოპერების ჯგუფის განცხადებით 2011 წლის ყველა Xperia-ს მფლობელებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ თავისუფალი, საზოგადოების მიერ აგებული Android 2.3.x თავიანთი სმარტფონებისთვის. ძველ ტელეფონებს, როგორიცაა Xperia X10, X8, X10 mini და X10 მინი pro-ც მიიღებს ამ განახლებას. შეპირებულია სრული ფუნქციონალის მხარდაჭერა FM რადიოს ჩათვლით, რომელზეც ახლაც მიმდინარეობს მუშაობა.
