Google-ის End-to-End ელ-ფოსტის დაშიფრვა მალე გამოვა

ნახევარ წელზე მეტია რაც Google-მა დააანონსა, რომ ის მუშაობს ელ-ფოსტის დაშიფრვის პლაგინზე Chrome-თვის, რომელიც ძალიან გაამარტივებს ყველასთვის მათი კორესპოდენციების დაშიფრვას და დღეს ეს პროდუქტი თითქმის მზადაა. რა თქმა უნდა რელიზამდე ჯერ კიდევ დარჩა დრო მაგრამ Google-მა უკვე მათი ინსტრუმენტი GitHub-ზე განათავსა დეველოპერების ფართო მასების ჩართვის მიზნით, რომ ის უფრო უსაფრთხო გახადოს. ასევე მათ გამოაქვეყნეს მოსაზრებები […]

Google დაინტერესდა Yahoo-ს შეძენით

Wall Street Journal-ის ინფორმაციით კომპანია Google-მა დაიწყო მოლაპარაკებები მინიმუმ ორ საინვესტიციო კომპანიასთან, რომ მიიღოს მონაწილეობა Yahoo!-ს შესყიდვაში. Yahoo-ს შესყიდვის შესაძლ,ებლობას ასევე განიხილავენ ათამდე კერძო საინვესტიციო კომპანიები. ერთი ყველაზე მოსალოდნელი კანდიდატი არის Microsoft, რომელიც მუშაობს Silver Lake Partners და Canada Pension Plan Investment Board-თან ერთად. ამის გარდა ინტერესს გამოთქვამენ ჩინური ბიზნეს-პორტალი Alibaba და რუსული ფონდი  Digital Sky Technologies.

ანალიტიკოსების პროგნოზით Google-ის აქციების ფასი აიწევს

ექსპერტები თვლიან, რომ ვებ-კორპორაციის აქციების გაძვირებას ხელს შეუწყობს, ნაწილობრივ მისი სწრაფათ მზარდი სოციალური ქსელი Google+. მასში დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 55 მილიონს აჭარბებს. შეგახსენებთ, რომ სერვისი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი სქტემბრის შუა რიცხვებში გახდა, სამ თვიანი დახურული ტესტირების შემდეგ.

Yahoo!–მ სერვისი Delicious YouTube–ს დამფუძნებლებს მიყიდა

YouTube-ის დამფუძნებლები, სტივ ჩენი (მარცხნივ) და ჩედ ჰარლი Webby Awards–ის დაჯილდოების 11–ე ცერემონიაზე (Webby Awards–ის ფოტო). უახლოეს მომავალში ონლაინ სანიშნების პოპულარული სისტემა Delicious, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოდან, შეიცვლის მფლობელს. იუწყებიან, რომ Yahoo!, რომელმაც Delicious 2005 წელს დაუსახელებელ ფასად შეიძინა, სერვისის გაყიდვაზე უკვე მოელაპარაკა YouTube–ის დამფუძნებლებს, სტივ ჩენსა და ჩად ჰარლის. გარიგების თანხა უცნობია, თუმცა ადრე აცხადებდნენ, რომ რესურსი […]

MySpace შტატების ნახევარს ანთავისუფლებს

კორპორაცია News აგრძელებს უბედური (Facebook-ის ფონზე, რა თქმა უნდა) სოციალური ქსელის MySpace-ის რეორგანიზაციას, რომლის ფინანსური მაჩვენებლები «იდეალურისგან» ძალიან შორს არის. News Corp-მა MySpace 2005 წელს შეიძინა: იმ დროისთვის პოპულარულ რესურსში რუპერტ მურდოკმა $580 მლნ გადაიხადა. დღეისათვის MySpace Facebook-თან შედარებით მხოლოდ ფერმკრთალი აჩრდილია: ცუკერბერგის სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა, თვიური გამოთვლებით, MySpace-ს ორ ნახევარჯერ აღემატება (60 მლნ 150 მლნ-ის წინააღმდეგ). […]

Facebook — პლანეტის, სიდიდით მესამე ინტერნეტ-რესურსი

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (WashingtonPost-ის ფოტო). სოციალური ქსელი Facebook აგრძელებს მომხმარებლების მოსავლის აღებას: კომპანია comScore-ის შეფასებით, გასულ თვეს ცუკერბერგის კომპანია დედამიწაზე, მოცულობით, რიგით მესამე ვებ-რესურსი გახდა. ნოემბრის თვეში, Facebook-ს 648 მლნ უნიკალური მომხმარებელი ეწვია. შედეგად კომპანია Yahoo!-მ დატოვა სამეული, რომლის ქსელურმა აქტივობა, გასულ თვეს, 630 მლნ ადამიანს გადააჭარბა. ოქტომბერში, ორივე რესურსის «სტუმრიანობა» თითქმის ერთნაირი იყო […]

Yahoo! რამდენიმე ვებ-სერვისს ხურავს

Yahoo!-ს აღმასრულებელი დირექტორი კაროლ ბარტცი (Getty Images-ის ფოტო). ვებ-წყაროები იტყობინებიან, რომ კომპანია Yahoo!, უახლოეს მომავალში, მთელ რიგ «არაეფექტურ» და «არაძირითად» ონლაინ სერვისებს დახურავს. ცნობილი გახდა, რომ ოდესღაც პოპულარული საძიებო სისტემა AltaVista შეწყვეტს არსებობას, რომელიც ჯერ კიდევ Google-ის გამოჩენამდე არსებობდა (1995 წელი). ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, 2005 წელს, დაუსახელებელ ფასად ნაყიდი სერვისის Delicious-ის არსებობის საკითხი. გარდა […]

ამერიკულ ბაზარზე, პირველად ისტორიაში, Bing-მა გაასწრო Yahoo!-ს

Google აგრძელებს ფრენას. საძიებო სისტემის ისტორიაში პირველად Bing-მა გაასწრო Yahoo!-ს და 13,9%-ით, ა.შ.შ-ს ბაზარზე, გადავიდა მეორე ადგილზე. ხოლო ლიდერი არის ისევ და ისევ Google — 65%. მესამე ადგილზე, არ არის რთული გამოსაცნობი, იმყოფება Yahoo! (13,1%), შემდეგ კი ორ-ორი პროცენტით მოჩანჩალებენ Ask.com და AOL. გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით Google-ის წილი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო Yahoo! ნელა, მაგრამ დინჯად აგრძელებს […]

საძიებო სისტემა Yahoo – ის ისტორია დასასრულს უახლოვდება

ინტერნეტ კომპანია Yahoo აღარ იარსებებს როგორც საძიებო პორტალი.წინასწარი ცნობით ის იქნება საინფორმაციო გასართობი და მედიის რესურსი. ამის შესახებ იტყობინება ორი სიახლე. პირველი — Yahoo – ის და სოციალური ქსელი Facebook – ის თანამშრომლობა და მეორე რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ადასტურებს ამ ინფორმაციას არის Microsoft Bing საძიებო სისტემა რომელმაც ამ კვირაში ჩაანაცვლა Yahoo.