Youtube: გავააქტიუროთ ექსპერიმენტული ინტერფეისი

პრივეტ, %username%! ბევრი ხმაურის გარეშე, Google-მა საშუალება მოგვცა დავტესტოთ Youtube-ის სამომავლო ინტერფეისი. ახალი ინტერფეისი გადაწყვეტილია მატერიალ დიზაინის სტილში. ფლეერის პრაქტიკულად ყველა ნაწილი იქნა ხელახლა დახატული. აღსანიშნავია, რომ ხმოვანი ნავიგაცია გახდა გამჭვირვალე, კონკრეტულ დროზე პრევიუ კი ყველა ვიდეოსთვის ხელმისაწვდომი შეიქმნა. ასევე, დაემატა ანიმაციები ფლეერის მართვის ელემენტებს. დაკვრა/პაუზის ხატულას: პარამეტრების ხატულას: სრულ ეკრანზე შესვლა/გამოსვლის რეჟიმს: განახლდა ფლეერის პარამეტრების […]
YouTube-ს შემოაქვს გადასახადი ვიდეორგოლების რეკლამების გარეშე საყურებლად

YouTube ფასიანი გამოწერის შესაძლებლობის დანერგვას გეგმავს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ვიდეოები რეკლამების გარეშე ნახოს, განაცხადა ვიდეოსერვისის გენერალურმა დირექტორმა სუზან ვოჟიცკიმ Code/Mobile-ის კოფერენციაზე . ამას Re/code ღონისძიების ორგანიზატორები თავიანთი ვებ გვერდის მეშვეობით გვატყობინებენ. ეს ნაბიჯი მომხმარებელს სხვადასხვა სპეციფიკის ვიდეო კონტენტის გამოყენებისას ფართო არჩევანს შესთავაზებს, მითუმეტეს, რომ დღესდღეისობით მომხმარებლების უმეტესობა ვიდეოებს მობილური აპლიკაციების საშუალებით უყურებს, აცხადებს ვოჟიცკი. მობილურ მოწყობილობებზე ახლა […]
YouTube უკვე iPad-ზე
ალბათ იკითხავთ რატომ უკვე iPad-ზე. იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც Apple-მა გამოუშვა iOS 6 და ამოიღო YouTube მისი სტანდარტული პროგრამებიდან, ჩვენ კარგა ხანი არ გვქონდა ამ სერვისისთვის მშობლიური აპლიკაცია iOS პლატფორმაზე. ჯერ გამოვიდა iPhone-ის ვერსია და აი უკვე ის iPad-ის ყველა მოდელზე არის ხელმისაწვდომი.
წარმოდგენილია ექშენი Lost Planet 3

დათქმულ ვადაზე ცოტა ხნით ადრე, კომპანია Sony-მ, საკუთარ YouTube-არხზე, მესამე პირის შუთერის, Lost Planet 3-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ამის კვალდაკვალ, გამომცემლობა Capcom-მა გაგვიზიარა პირველადი ინფორმაცია, თამაშის შესახებ. მაშასადამე, Capcom-ის დაკვეთით, სტუდია Spark Unlimited ქმნის Lost Planet-ის მესამე ნაწილს. სიახლე გამოჩნდება 2013 წლის დასაწყისში. პლატფორმების სია იგივე რჩება, როგორიც იყო მისი წინამორბედებისთვის: PC, Xbox 360 და PS3. თამაშის დეტალები არ […]
სარეკლამო ვიდეორგოლები YouTube–ზე

როგორც ჩანს YouTube–საც «შემოაკლდა» ფული 🙁 ვიდეოს დაწყების წინ, ავტომატურად ირთვება სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გამორთვაც შეუძლებელია. რეკლამის ჩვენების დროს თუ ფლეერს დავაკლიკებთ ბრაუზერში იხსნება ახალი ფანჯარა, რომელსაც დამკვეთის საიტზე გადავყავართ. PS: რეკლამა შეიძლება ჯერ ბევრს არც უნახავს, რადგან ასეთი ტიპის რეკლამების დამკვეთთა რაოდენობა ჯერჯერობით მცირეა.
Yahoo!–მ სერვისი Delicious YouTube–ს დამფუძნებლებს მიყიდა

YouTube-ის დამფუძნებლები, სტივ ჩენი (მარცხნივ) და ჩედ ჰარლი Webby Awards–ის დაჯილდოების 11–ე ცერემონიაზე (Webby Awards–ის ფოტო). უახლოეს მომავალში ონლაინ სანიშნების პოპულარული სისტემა Delicious, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოდან, შეიცვლის მფლობელს. იუწყებიან, რომ Yahoo!, რომელმაც Delicious 2005 წელს დაუსახელებელ ფასად შეიძინა, სერვისის გაყიდვაზე უკვე მოელაპარაკა YouTube–ის დამფუძნებლებს, სტივ ჩენსა და ჩად ჰარლის. გარიგების თანხა უცნობია, თუმცა ადრე აცხადებდნენ, რომ რესურსი […]
YouTube შტატებს მესამედით გაზრდის

YouTube–ის დამფუძნებლები: ჩად ჰარლი (მარცხნივ) და სტივ ჩენი (WorkingWorld.com–ის ფოტო). YouTube, პლანეტის უმთავრესი ვიდეოჰოსტინგი, მიმდინარე წელს, თანამშრომელთა რაოდენობის მესამედით გაზრდას აპირებს. როგორც იუწყებიან, შტატების გაზრდა, საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის განვითარებისათვის, აუცილებელია. ცნობილი გახდა, რომ YouTube–ის თანამშრომელთა რაოდენობა 30%–ით გაიზრდება. სპეციალისტთა რაოდენობა, რომლებიც YouTube–ში დაიწყებენ მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია. კომპანიის ახლობელი წყაროები აცხადებენ, რომ დღეისათვის, ვიდეოჰოსტინგის შტატი 600–დან 700 ადამიანამდე […]
YouTube – ვიდეო რედაქტორი !

ზოგადად ვიდეო რგოლების სამონტაჟოდ საჭიროა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება და ასევე საკმარისი ტექნიკური გამოცდილებაც. თუმცა Google-ში თვლიან რომ ეს პროცესი უნდა იყოს მარტივი და სასიამოვნო. ამიტომაც მათ წარმოადგინეს ახალი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც ყველასთვის ძალიან ადვილი იქნება. ეს არის ონლაინ ვიდეოს რედაქტორი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ საიტის TestTube განყოფილებაში სხვა საინტერესო იდეებთან ერთად. მას არ სჭირდება კომპიუტერზე […]
Mozilla არ დაუჭერს მხარს H.264 თავის პროდუქტებში
როგორც კომპანია Mozilla-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ შევერმა (Mike Shaver) ნახევრად ოფიცილაურად განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს H264 კოდეკს მის პროდუქტებში. მან ეს HTML5 “video” ტეგის ტესტირების საპასუხოდ განახცხადა, რომელიც კომპანიებმვა YouTube და Vimem წამოიწყო. კომპანიის შიგნით ჩვენ მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს H.264 კოდეკის ლიცენზირების შესაძლებლობა ისე, რომ ის ვრცელდებოდეს მოზილას […]
