Acer ამზადებს გამოსაშვებად თხევადკრისტალურ მონიტორებს AT2056 და AT2356
4D1B9A29-6615-4F4F-9629-3CB3553666BA.jpgსურათი არ შემონახულა
ტაივანური კორპორაცია Acer ამზადებს გამოსაშვებად ორ თხევადკრისტალურ მონიტორს საწყის დონის –– AT2056 და AT2356.
პირველი მოდელი აწყობილია 20-დიუმიანი მატრიცის ბაზაზე გაფართოებით 1366×768 პიქსელი, მეორე-- 23 დიუმიანი დიაგონალის პანელის ბაზაზე, წერტილოვანი გაფართოებით 1920×1080 (Full HD). დინამიური კონტრასტულობა –– 20 000:1. ორივე მონიტორი აღჭურვილია ორი პორტით HDMI და DVB-T სტანდარტის ТV-მიმღებით.
სიახლეში რეალიზებულია ტექნოლოგია, რომელიც ოპტიმიზირებას უკეთებს მონიტორის ფუნქციონალს შიგთავსთან მიმართებაში.
Acer AT2056-ის ღირებულება შეადგენს £200, ხოლო AT2356 –– £250.
გამოყენებულია Techconnect Magazine-ის მასალები.
დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2010 ·არქივის შესახებ
