Packard Bell-ის ნოუთბუქი EasyNote M

9EE8D8B1-3A75-4DE7-825F-E8BC04F8AFB2.jpgსურათი არ შემონახულა

კომპანია Packard Bell-მა, რომელიც შედის კომპანია Acer-ის შემადგენლობაში, წარმოადგინა ნოუთბუქ EasyNote M-ის სახეობები.

ამ ხაზში შედის პორტატული კომპიუტერები EasyNote NM, TM და LM დისპლეის დიაგონალით 14, 15,6 და 17,3 დიუმის შესაბამისად შემოთავაზებული განსხვავებულ კონფიგურაციაში. ყველა მოდელის ბაზაზე არის Intel Core-ის პროცესორები, ხოლო გრაფიკასთან მუშაობას უზრუნველყოფს ვიდეოადაპტერი nVidia ან ATI.

ნოუთბუქების ყველაზე ძვირფასი მოდიფიკაციები აღჭურვილია 8გბ RAM-ით, 640-გიგაბაიტი "ვინჩესტერით" და Blu-ray-მიმღებით. შედარებით უბრალო ვერსიებს შეუძლიათ წაიკითხონ, მხოლოდ DVD. თაჩპედი - "მულტითაჩ" ტექნოლოგიის მხარდაჭერით, ვებკამერა, მიკროფონი და HDMI-პორტი აქვს ყველა ვერსიას.

მწარმოებელი აღნიშნავს, რომ სიახლეები კომპლექტირდება Packard Bell Social Networks-ით, რომელიც საშუალებას იძლევა "შეხვიდე უდიდეს სოციალურ ქსელში ვებ-ბრაუზერის გაშვების გერეშე". კონკრეტულად რომელ ქსელებზეა საუბარი- არ ზუსტდება. ცნობილია მხოლოდ, რომ არის სამი ქსელი. .

ნოუთბუქების სერიების EasyNote M-ის გაყიდვა დაიწყება ამ თვეში.

გამოყენებულია Packard Bell-ის მასალები

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2010 ·არქივის შესახებ