
Blizzard ემზადება World of Warcraft: Cataclysm-ის ბეტა-ვერსიის გასაშვებად. ადონის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ტესტირებაში მონაწილეთა მიღება დაწყებულია.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, მხოლოდ მწარმოებლების მიერ არჩეულ პირებს. Blizzard-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკ მორჰაიმის (Mike Morhaime) განცხადებით, პროცესი დაიწყება წლის პირველი ნახევრის ბოლომდე.
«სანამ ალიანსი და ჰორდა დაკავებული იყო თავიანთი საქმეებით, ამ დროს სივრცეში თვლემდა საშინელი ბოროტება», — გვაინტრიგებენ მწარმოებლები. ეს ბოროტება აღმოჩნდა შავი დრაკონი Deathwing the Destroyer, რომელიც ცნობილია Warcraft II-დან. აზეროტში დაბრუნების მცდელობისას მან გაარღვია სივრცის ქსოვილი, რომელმაც გამოიწვია კატაკლიზმა თამაშის სამყაროში.
მოთამაშეს მოუწევს 85 ლეველამდე ასვლა და დაემატება ორი ახალი რასა. Cataclysm გამოვა მიმდინარე წელს, პლადფორმები — PC და «მაკინტოში». პროექტს გამოაქვეყნებს Activision Blizzard.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=llMIDqFbsnE
გამოყენებულია 1Up-ის მასალები.

bijo cota meti veraferi ver monaxe ori sityva ro giweria
bijo cota meti veraferi ver monaxe ori sityva ro giweria
ბეტა ტესტრიებაზე არის ეს ნიუსი და არა ზოგადად ვოვზე.