Canonical ამზადებს Ubuntu Linux - ს პლანშეტებისათვის

პროექტ Ubuntu - ს კომერციულმა სპონსორმა Canonical -მა განაცხადა რომ მიმდინარეობს Ubuntu - ს ვერსიის მზადება პლანშეტური კომპიუტერებისათვის.
ჯერ - ჯერობით Ubuntu ხელმისაწვდომია მხოლოდ პერსონალური კომპიუტერებისათვის, ნეტბუქებისათვისა და სერვერებისთვის.
ამ მოდიფიკაციის საფუძველი იქნება Ubuntu 10.10 კოდური სახელით Maverick Meerkat, რომლის რელიზიც შედგება ოქტომბერში. ასევე ცნობილია რომ სიახლეში გათვალისწინებული იქნება პლანშეტის მახასიათებლები. კერძოდ კი საუბარია გამარტივებულ სამომხმარებლო ინტერფეისზე, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი პროგრამების და ფუნქციების სწრაფ და მოხერხებულ მისაწვდომობას. "Multi touch " ტექნოლოგიის მხარდაჭერით შესაძლებელი იქნება დისპლეიზე მოქმედებების განხორციელება მრავალწერტილოვანი შეხებით.
Ubuntu - ის პლანშეტური ვარიანტის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ ის აუმჯობოსებს კვების ფუნქციას, ანუ მისი მეშვეობით მოწყობილობას ექნება ავტონომიურად მუშაობის უფრო დიდი შესაძლებლობა. მწარმოებლები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ ARM - პროცესორებისა და დისპლეების მწარმოებლებთან, მათ შორისაა კომპანიები : Freescale,Marvell და Pixel Qi .
წინასწარი ინფორმაციით პლანშეტები Ubuntu - ის ოპერაციული სისტემით ბაზარზე გამოჩნდება შემდეგი წლის პირველ კვარტალში.
გამოყენებულია PC World - ის მასალები.
