შუთერის Max Payne 3-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია

კომპანია Take-Two-მ გადაწია შუთერის Max Payne 3-ის გამოშვების თარიღი.
მწარმოებელმა გამოაქვეყნა 2010 წლის თამაშების სია — არავითარი Max Payne მანდ არ არის. ასევე უცნობია თამაშის გამოშვების ზუსტი თარიღი. «თარიღის გადატანის გადაწყვეტილება არასოდეს არ არის ადვილი, თუმცა Red Dead Redemption-ის მიღწევებმა ცხადყო, რომ თითოეულ პროექტს ჭირდება დრო და მაქსიმალურად დახვეწა», — განაცხადა Take-Two-ის მფლობელმა ბენ ფედერმა (Ben Feder). მიუხედავად ამისა, თავის დროზე გამოვა თამაშები Civilization V, LA Noire და Mafia II.
რაც შეეხება თამაშის შინაარს, მთავარი გმირი ტოვებს ნიუ-იორკს და აღმოჩნდება ქალაქში, სადაც მძვინვარებს ბოროტება და სისხლისღვრა, მხოლოდ ინსტინქტების და იარაღის გამოყენებითაა შესაძლებელი სიმართლისკენ გზის გაკვლევა; დიახ, ეს ქალაქია სან-პაულო (ბრაზილია) და მისი ცნობილი ყაჩაღები.
თამაშის შექმნაზე მუშაობს სტუდია Rockstar Vancouver. შეგახსენებთ, რომ თამაში უნდა გამოსულიყო 31 ოქტომბერს.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=K8Gl6VXDLwo
წყარო — Eurogamer.
