Science

კოსმოსურმა ხომალდმა NASA Dawn რეკორდი დაამყარა

კოსმოსურმა აპარატმა Nasa Dawn დაამყარა ახალი რეკორდი სისწრაფის აკრეფაში,მან გაუსწრო მის წინამორბედს Deep Space 1 - ს.

ზონდ Deep Space 1 - ის შედეგი გაუმჯობესებულ იქნა 5 ივნისს, როდესაც Dawn - ის სიჩქარის ცვლილებამ შეადგინა 15 480 კმ/სთ. აქ საუბარია იმ სიჩქარის ცვლილებაზე რომელის ათვლაც იწყება ხომალდის რაკეტა - მატარებლიდან მოცილების შემდეგ.

Dawn - ის იონურმა ძრავებმა სულ 620 დღე იმუშავეს და ამ დღეების განმავლობაში დაიხარჯა 165კგ - ზე ნაკლები ქსენონი (Xenon). მარტივმა გათვლება აჩვენეს, რომ ზონდის სიჩქარე 100 კმ/სთ - ით იმატებდა ოთხი დღის განმავლობაში. ხომალდის ძრავები გათვლილია რომ იმუშავებს უპრობლემოდ ხუთ წელიწად ნახევარს, ამიტომ, მომავალში ვისაც ენდომება სიჩქარის ცვლილების რეკორდის დამყარება მისი მთლიანი ცვალებადობა უნდა შეადგენდეს 38620 კმ/სთ - ს .

ხომალდ Dawn - ის ძირითადი მიზანია, ასტეროიდ ვესტა - ს შესწავლა,რომელსაც აპარატი მიუახლოვდება დაახლოებით 2011 წელს და ასევე ჯუჯა პლანეტა ცერერა.მეცნიერებს იმედი აქვთ რომ მიიღებენ ზუსტ მონაცემებს ამ ობიექტების ფორმის,ზომის,მასისა და პლანეტის მინერალურ შემადგენლობის შესახებ.

Deep Space 1 ჯერ კიდევ ინარჩუნებს ერთ წოდებას,მისი ძრავა ყველაზე დიდ ხანს მუშაობდა."კონკურენტი" - ის გასწრებას კოსმოსური ხომალდი Dawn ამ წლის აგვისტოში შეძლებს.

ხომალდ DaWn - ის გაშვება 2007 წლის 27 სექტემბერი.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=3mn1VSovlI4

გამოყენებულია Jet Propulsion Laboratory - ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2010 ·არქივის შესახებ