Samsung

Samsung ამზადებს ახალ Android - სმარტფონს Galaxy Apollo

კომპანია Samsung - ის ბრიტანულ საიტზე გამოჩნდა გვერდი ინფორმაციით Galaxy Apollo - ის შესახებ, რომელიც ფუნქციონირებს Android ოპერაციული სისტემით. რელიზის ზუსტი თარიღი არ კონკრეტდება მაგრამ ფრაზა "coming soon" მიუთითებს ბაზარზე მის უახლოეს მომავალში გამოჩენაზე.

აპარატს აქვს Wi-Fi (IEEE 802.11n) ადაპტერი და Bluetooth 2.1+EDR, ციფრული ტელევიზიის მიმღები T-DMB, GPS - მოდული, 5 მეგაპიქსელიანი კამერი HD - ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა (1280×720 ფიქსელი), 3,5 მილიმეტრიანი აუდიოჯეკი, 8გბ ინტეგრირებული მეხსიერება და 3,7 დიუმიანი სენსორული ეკრანი (480×800 წერტილი) ტელეფონი შექმნილია Super AMOLED ტექნოლოგიით.

გამოყენებულია Samsung და Engadget - ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2010 ·არქივის შესახებ