კომპანია Take-Two-მ გადაწია შუთერის Max Payne 3-ის გამოშვების თარიღი.
მწარმოებელმა გამოაქვეყნა 2010 წლის თამაშების სია — არავითარი Max Payne მანდ არ არის. ასევე უცნობია თამაშის გამოშვების ზუსტი თარიღი. «თარიღის გადატანის გადაწყვეტილება არასოდეს არ არის ადვილი, თუმცა Red Dead Redemption-ის მიღწევებმა ცხადყო, რომ თითოეულ პროექტს ჭირდება დრო და მაქსიმალურად დახვეწა», — განაცხადა Take-Two-ის მფლობელმა ბენ ფედერმა (Ben Feder). მიუხედავად ამისა, თავის დროზე გამოვა თამაშები Civilization V, LA Noire და Mafia II.
რაც შეეხება თამაშის შინაარს, მთავარი გმირი ტოვებს ნიუ-იორკს და აღმოჩნდება ქალაქში, სადაც მძვინვარებს ბოროტება და სისხლისღვრა, მხოლოდ ინსტინქტების და იარაღის გამოყენებითაა შესაძლებელი სიმართლისკენ გზის გაკვლევა; დიახ, ეს ქალაქია სან-პაულო (ბრაზილია) და მისი ცნობილი ყაჩაღები.
თამაშის შექმნაზე მუშაობს სტუდია Rockstar Vancouver. შეგახსენებთ, რომ თამაში უნდა გამოსულიყო 31 ოქტომბერს.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=K8Gl6VXDLwo
წყარო — Eurogamer.


რა უყვეს საწყალ პენს, რა არის ეს? მთავარი გმირის ასეთი დამახინჯება შეიძლებოდა? საინტერესოა რას შემოგვთავაზებენ ისეთს, რომ ხალხი აიძულონ არ თქვან “კიდევ ერთი ირბინე და ისროლე” გამოვიდაო.
მართლაც საინტერესოა როგორი იქნება ახალი Max Payne, რადგან თამაშის თრეილერი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას.