ბიზნესი

Dell-ის კვარტალური მოგება საგრძნობლად გაიზარდა

კომპანია Dell-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მაიკლ დელი.

კომპანია Dell-ის შემოსავალი, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საგრძნობლად გაიზარდა.

მსოფლიოში კომპიუტერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის შემოსავალმა მიაღწია $15,5 მლრდს, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 22%-ით მეტია ($12,8 მლრდ). მსხვილი კორპორაციული კლიენტების შეკვეთა გაიზარდა 38%-ით, მიაღწია $4,5 მლრდს. ასევე მოიმატა მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელმა და მიაღწია $3,5 მლრდს, რაც 25%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა სამომხმარებლო სეგმენტი უცვლელი დარჩა — $2,9 მლრდ.

Dell-ის სუფთა მოგება მიმდინარე კვარტალში შეადგენს $545 მლნ, ანუ 28 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი. შედარებისთვის: ერთი წლით ადრე სუფთა მოგება შეადგენდა $472 მლნ, რაც 24 ცენტის ეკვივალენტურია. ზრდის მაჩვენებელია 16%.

ოპერაციული მოგება გაიზარდა 11%-ით — $671 მლნ-დან $745 მლნ-მდე.

წყარო Dell.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2010 ·არქივის შესახებ