სათამაშო კლუბი Alienware Spaceship ინდოეთში
ინდოეთის ქალაქ ბანგალორის გეიმერებს ნამდვილად გაუმართლათ - Alienware-მა სულ ცოტა ხნის წინ იქ თავისი პირველი სათამაშო კლუბის კარებები გააღო. თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ Alienware Spaceship-ში თამაში გეიმერებს დიდ ხანს დაამახსოვრდებათ.

კლუბის შიგნით გაფორმება მართლაც შთამბეჭდავია - სავარძლები, კომპიუტერები. 23 დიუმიანი მონიტორები დაბალი შუქი და ყურსასმენები ხმის ვირტუალიზაციის ფუნქციით ქმნიან განუმეორებელ სათამაშო გარემოს. თექვსმეტი კომპიუტერიდან (აქსესუარების ჩათვლით) თითოს ფასი შეადგენს $8100. სამწუხაროდ, კონფიგურაციიდან, ზემოთ ნახსენები კომპიუტერის გარდა ცნობილია მხოლოდ ვიდეოსისტემა, რომელიც შედგება NVIDIA GeForce GTX260-ისგან, რომელიც SLI- რეჟიმში მუშაობს. სურვილისამებრ ასევე შესაძლებელია 3D-რეჟიმში თამაში, NVIDIA 3D Vision-ის წყალობით.


რაც შეეხება თამაშებს. ეს არის სია იმ თამაშებისა რომლებიც ჩაწერილია კომპიუტერებზე: Call of Duty: World at War, Call of Duty: Modern Warfare 2, Left 4 Dead, Left 4 Dead 2, GTA 4, Assassin’s Creed 2, Colin McRae Dirt 2, Team Fortress 2, World of Warcraft, Half Life 2, Batman: Arkham Asylum და ა.შ.


ეს ყველაფერი შესანიშნავად ერგება 1920х1200 გაფართოებას და რა თქმა უნდა თამაშის ყველა მონაცემი ბოლომდეა აწეული. კლუბში ერთი საათის თამაშის ფასი შეადგენს $2.

