ინდოეთის ქალაქ ბანგალორის გეიმერებს ნამდვილად გაუმართლათ – Alienware-მა სულ ცოტა ხნის წინ იქ თავისი პირველი სათამაშო კლუბის კარებები გააღო. თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ Alienware Spaceship-ში თამაში გეიმერებს დიდ ხანს დაამახსოვრდებათ.

კლუბის შიგნით გაფორმება მართლაც შთამბეჭდავია – სავარძლები, კომპიუტერები. 23 დიუმიანი მონიტორები დაბალი შუქი და ყურსასმენები ხმის ვირტუალიზაციის ფუნქციით ქმნიან განუმეორებელ სათამაშო გარემოს. თექვსმეტი კომპიუტერიდან (აქსესუარების ჩათვლით) თითოს ფასი შეადგენს $8100. სამწუხაროდ, კონფიგურაციიდან, ზემოთ ნახსენები კომპიუტერის გარდა ცნობილია მხოლოდ ვიდეოსისტემა, რომელიც შედგება NVIDIA GeForce GTX260-ისგან, რომელიც SLI- რეჟიმში მუშაობს. სურვილისამებრ ასევე შესაძლებელია 3D-რეჟიმში თამაში, NVIDIA 3D Vision-ის წყალობით.

რაც შეეხება თამაშებს. ეს არის სია იმ თამაშებისა რომლებიც ჩაწერილია კომპიუტერებზე: Call of Duty: World at War, Call of Duty:  Modern Warfare 2, Left 4 Dead, Left 4 Dead 2, GTA 4, Assassin’s Creed 2, Colin McRae Dirt 2, Team Fortress 2, World of Warcraft, Half Life 2, Batman: Arkham Asylum და ა.შ.

ეს ყველაფერი შესანიშნავად ერგება 1920х1200 გაფართოებას და რა თქმა უნდა თამაშის ყველა მონაცემი ბოლომდეა აწეული. კლუბში ერთი საათის თამაშის ფასი შეადგენს $2.

4 Responses

  1. dzalian magari aris tan ra magari fasi aqvs 2 $ saqartveloshi kde v 1 lari girs ragac sazizgrobebi 😀 tamashi rom chedas da 1 saati imashi gagdis rom tamashi charto :X

  2. ბჯოუ.. ესა ინდოეთში? ვაი დედა.. ჩვენც გვინდაააა!!! ვიხდი 2.01 დოლარს! ქტო ბოლშე? 😀

  3. When Words Are Not Enough !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.