ტაივანური კომპანია Acer ემზადება პორტატული კომპიუტერის გამოსაშვებად ორი 15-დიუმიანი სენსორული ეკრანით, იუწყება Tech Review Source.
ამ მოწყობილობას არ გააჩნია აპარატული კლავიატურა: მის ადგილს იკავებს დამატებილი დისპლეი (რომელზეც გამოისახება ვირტუალური კლავიატურა). ორივე მატრიცას აქვს Multitouch მხარდაჭერა.
ქსელის წყაროების ცნობით, Acer-ის უჩვეულო ლეპტოპი “საკმაოდ ნელა და არასტაბილურად” მუშაობს. რაც არ არის გასაკვირი, რადგან მოდელი ჯერ-ჯერობით მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს. როგორც ამბობენ მოწყობილობის გაყიდვა დაიწყება ერთ წელიწადში — 2011 წლის შემოდგომაზე.
ნოუთბუქს აქვს 2,67 მეგაჰერციალი Intel Core i5 პროცესორი, და მუშაობს Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე.
წყარო: Tech Review Source და Engadget.


Toshiba Libretto and “KNO” Tablet.
Already OUT… :))