Nokia აგრძელებს უმაღლესი კადერების სწრაფ წმენდას: კალასვუოს დათხოვნის შემდეგ, დირექტორთა საბჭომ კარებისაკენ მიუთითა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ანსი ვანოკის (Anssi Vanjoki), რომელიც ხელმძღვანელობს მობილური მოწყობილობების განყოფილებას.
შეგახსენებთ: დიდი ხანი არ არის იმის შემდეგ, რაც ეს პოსტი დაიკავა ვანოკიმ — მიმდინარე წლის მაისში. ჯერჯერობით სარწმუნო წყაროებიდან განთავისუფლების მიზეზი არ ვრცელდება.
არ არის გამორიცხული, რომ ანსი ვანოკის წასვლა დაკავშირებული იყოს პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის წასვლასთან: შაბათს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 20 სექტემბერს ოლი-პეკა კალასვუოს (Olli-Pekka Kallasvuo) შეცვლის კანადელი სტივენ ელოპი (Stephen Elop).
ხელშეკრულების გათვალისწინებით, ვანოკმა წასვლის შესახებ დამსაქმებელს უნდა აცნობოს ნახევარ წელიწადში. აქიდან გამომდინარე ის არ დატოვებს კომანიას ახლო მომავალში — 2011 წლის გაზაფხულამდე. ასე რომ ანსი ვანოკი ჯერჯეობით გააგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას Nokia-ში.
წყარო Nokia.


nokian winsvla esachiroeba da esec iqneba symbian^3 daipyrobs msoflios ai meego ki yvela sxva OS s ajobebs